უცხოეთი
მაკკეინი „მაგნიტსკის სიის“ გაფართოებისა და ნატოში საქართველოს მიღების წინადადებით გამოდის

1-mcCain-ucx-3საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ამერიკელი სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან ჯონ მაკკეინი: ვფიქრობ, რომ ჩვენ მკაცრი სანქციები უნდა შემოვიღოთ, მათ შორის, გავაფართოოთ ე. წ. მაგნიტსკის სია. მისი მეშვეობით სასჯელს გავამკაცრებთ ფინანსური ზომებით, ქვეყანში შესვლის შეზღუდვით და ა. შ.

ასევე ვფიქრობ, რომ საჭიროა გადაიხედოს გადაწყვეტილება თავდაცვის ბიუჯეტის შემცირების შესახებ. და ბოლოს, საჭიროა, ასევე, დავაჩქაროთ ნატოში საქართველოს შესვლის პროცესი. აუცილებელია პუტინი მივახვედროთ, რომ მისი ქმედებები შედეგად სასჯელს გამოიღებს.

სამწუხაროდ, ძალის გამოყენება აქ არ განიხილება. თუმცა, თვალყური უნდა ვადევნოთ იმას, თუ რას მოიმოქმედებს პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს სერიოზულ ეჭვებს იწვევს. ახლახან მოლდოვას პრეზიდენტს შევხვდი. ის ძალიან შეშფოთებულია რუსეთის ქმედებებით მისი ქვეყნის მიმართ.