აქტუალური
პუტინი: “ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიდი გუბის გაღმა, სადღაც ამერიკაში სხედან რომელიღაც ლაბორატორიის თანამშრომლები და როგორც ვირთაგვებზე, რაღაც ცდებს ატარებენ, თუმცა იმის შედეგები, რაც გააკეთეს, არ ესმით”

1-vpeCatlenie-9საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა, უკრაინაში სიტუაციის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კერძოდ, აღნიშნა:

„ვფიქრობ, იანუკოვიჩს პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია და მე მას ეს ვუთხარი. ხოლო რაც შეეხება „ბედში მონაწილეობას“ - ჩვენ ესეც მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული მოსაზრებებით გავაკეთეთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ სიკვდილი ყველაზე მარტივი რამ არის ლეგიტიმური პრეზიდენტის თავიდან მოსაშორებლად, სწორედ ეს მოხდებოდა. ვფიქრობ, მას ალბათ, უბრალოდ, მოკლავდნენ. სხვათაშორის, ისმის კითხვა: რისთვის?

ყურადღება მიაქციეთ, რით დაიწყო მთელი ეს არეულობა, რამ შეასრულა სასხლეტის როლი. ფორმალურად საბაბი ის გახლდათ, რომ მან ხელი  არ მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. დღეს ეს ისეთ სისულელედ გამოიყურება, რომელზეც ლაპარაკიც სასაცილოა. იცით, რაზე მინდა ყურადღება მიგაქცევინოთ? მას ხომ უარი არ უთქვამს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. მან თქვა: ჩვენ ის სათანადოდ გავაანალიზეთ და  მისი შინაარსი არ შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ არ შეგვიძლია მკვეთრად გავუზარდოთ მოსახლეობას ფასები ენერგომატარებლებზე, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა ისედაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ არ შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი, მეორე, მეათე, არ შეგვიძლია ერთბაშად გავწყვიტოთ ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, რადგან ძალიან დიდი კოოპერაცია გვაქვს.

…ის მოქმედებდა აბსოლუტურად საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, არაფერი დაურღვევია. ეს უბრალოდ საბაბი იყო ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ოპოზიციური ძალების მხარდასაჭერად. მაგრამ ნუთუ შეიძლება ანარქიამდე, ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებამდე და შეიარაღებული გზით ძალაუფლების მიტაცებამდე საქმის მიყვანა, რომ ქვეყანა ისეთ ქაოსში ჩავარდეს, როგორშიც ახლა აღმოჩნდა? და ჩვენი დასავლეთელი პარტნიორები პირველად როდი აკეთებენ ამას უკრაინაში. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიდი გუბის გაღმა, სადღაც ამერიკაში სხედან რომელიღაც ლაბორატორიის თანამშრომლები და როგორც ვირთაგვებზე, რაღაც ცდებს ატარებენ, თუმცა იმის შედეგები, რაც გააკეთეს, არ ესმით“.