აქტუალური
პუტინი: “ყირიმის რუსეთთან შეერთების ვარიანტს არ განვიხილავთ. მხოლოდ თავად გარკვეულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ უფლება, საკუთარი ბედი განსაზღვრონ”

1-variant-8საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა, უკრაინაში სიტუაციის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კერძოდ, აღნიშნა:

“ყირიმის რუსეთთან შეერთების ვარიანტი არ განიხილება. და საერთოდ, მიმაჩნია, რომ მხოლოდ მოქალაქეებს, რომლებიც ამა თუ იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ნების გამოხატვის თავისუფლების პირობებში, უსაფრთხოების პირობებში, შეუძლიათ და უნდა განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. და თუკი ამისი უფლება ჰქონდათ კოსოველ ალბანელებს, თუკი ამისი უფლება ჰქონდათ მსოფლიოს ბევრ კუთხეში, ერის უფლება თვითგამორკვევაზე, რომელიც, რამდენადაც ვიცი, გაეროს შესაბამის დოკუმენტებშიც არის დაფიქსირებული, არავის გაუუქმებია. მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებთ ვინმეს პროვოცირებას ამგვარ გადაწყვეტილებაზე, და არავითარ შემთხვევაში არ წავახალისებთ ამგვარ განწყობებს.

მინდა ხაზი გავუსვა, მე მიმაჩნია, რომ მხოლოდ თავად გარკვეულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ უფლება, საკუთარი ბედი განსაზღვრონ”.