აქტუალური
პუტინი: “ამ სანქციის შედეგებზე უპირველეს ყოვლისა იმათ უნდა იფიქრონ, ვინც მათ შემოღებას აპირებს... თუ ჩამოსვლა არ უნდათ - არც არის საჭირო”

1-posledstvia-7საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა, უკრაინაში სიტუაციის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კერძოდ, აღნიშნა:

“სანქციების შედეგებზე უპირველეს ყოვლისა იმათ უნდა იფიქრონ, ვინც მათ შემოღებას აპირებს. ვფიქრობ, თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია და ასე თუ ისე ყველა ერთმანეთზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ერთმანეთისთვის რაღაც ზიანის მიყენება, მაგრამ ეს ორმხრივი ზიანი იქნება და ამაზეც დაფიქრებაა საჭირო. ეს ერთი.

მეორე, და ეს, კაცმა რომ თქვას, ყველაზე მთავარია. ჩვენი ქცევის მოტივებზე უკვე ვილაპარაკე. ჩვენი პარტნიორების ქცევის მოტივები რაში მდგომარეობს? მათ მხარი დაუჭირეს ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებას და ხელისუფლების იარაღით დაპყრობას, ეს ადამიანები ლეგიტიმურად გამოაცხადეს და მათ მხარდაჭერას ცდილობენ. სხვათაშორის, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მოთმინებით ვართ აღსავსე და გარკვეული თანამშრომლობისთვისაც მზად ვართ, არ გვინდა თანამშრომლობის შეწყვეტა... რამდენიმე დღის წინ მთავრობას დავავალე, მოიფიქრონ, როგორ შეიძლება კონტაქტების გაგრძელება იმ ხელისუფლებასთანაც კი კიევში, რომელსაც სავსებით ლეგიტიმურად არ მივიჩნევთ, ეკონომიკის და მრეწველობის სფეროში ურთიერთქმედების შენარჩუნების მიზნით. ჩვენს ქმედებებს სავსებით დასაბუთებულად ვთვლით, ხოლო ყოველგვარ მუქარას რუსეთის მისამართით - კონტრპროდუქტიულად და მავნედ.

რაც შეეხება “რვიანს”, არ ვიცი. ჩვენ ვემზადებით “რვიანისთვის”, მზად ვიქნებით ჩვენი კოლეგები მივიღოთ. თუ ჩამოსვლა არ უნდათ - არც არის საჭირო”.