პოლიტიკა
პუტინი: “ლეგიტიმური პრეზიდენტი წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, უდავოდ, მხოლოდ იანუკოვიჩია”

1-legitimni-3საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა, უკრაინაში სიტუაციის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კერძოდ, აღნიშნა:

“არის თუ არა ეს დღევანდელი ხელისუფლება ლეგიტიმური? პარლამენტი - ნაწილობრივ კი, ყველა დანარჩენი - არა, და ნამდვილად არაფრით შეიძლება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ლეგიტიმურობაზე ლაპარაკი, იქ, უბრალოდ, არანაირი ლეგიტიმურობა არ არის. იურიდიულად არსებობს მხოლოდ ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი. ცხადია, რომ მას არანაირი ძალაუფლება არ აქვს, გასაგებია. მაგრამ ამაზე უკვე ვილაპარაკე და მინდა გავიმეორო, ეს ლეგიტიმური პრეზიდენტი წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, უდავოდ, მხოლოდ იანუკოვიჩია.

უკრაინის კანონის შესაბამისად, პრეზიდენტის გადაყენების სამი საშუალებაა: გარდაცვალება, მეორე საშუალება - მისი პირადი განცხადება ძალაუფლებაზე უარის თქმის შესახებ და მესამე - იმპიჩმენტი. იმპიჩმენტი გაწერილია, ეს კონსტიტუციური ნორმაა. ამაში მონაწილეობა უნდა მიიღონ საკონსტიტუციო სასამართლომ, უზენაესმა სასამართლომ, თავად რადამ. ეს რთული, ხანგრძლივი პროცედურაა. ეს პროცედურა არ ჩატარებულა. ამიტომ იურიდიული თვალსაზრისით ეს უდავო ფაქტია”.