პოლიტიკა
პუტინი: “მესმის იმ ადამიანების მაიდანზე, რომლებიც ითხოვენ არა ხელისუფლების ფასადის რემონტს, არამედ კარდინალურ ცვლილებებს”

1-ponimaiu-2საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა, უკრაინაში სიტუაციის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კერძოდ, აღნიშნა:

“ეს რევოლუციური სიტუაცია დიდხანს იქმნებოდა, უკრაინის დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან. უბრალო უკრაინელი მოქალაქე, უბრალო უკრაინელი გლეხი, ის პირსისხლიანი ნიკოლაის დროსაც იტანჯებოდა, კრავჩუკის დროსაც, კუჩმას დროსაც, იუშჩენკოს დროსაც და იანუკოვიჩის დროსაც. უკეთესობისკენ არაფერი, ან თითქმის არაფერი შეცვლილა. კორუფციამ ისეთ ფარგლებს მიაღწია, აქ, რუსეთში, რომ არც კი დაგვსიზმრებია.

...მესმის იმ ადამიანების მაიდანზე, რომლებიც დღემდე მოითხოვენ არა ხელისუფლების ფასადის რემონტს, არამედ მოითხოვენ კარდინალურ ცვლილებებს. რატომ მოითხოვენ? იმიტომ რომ უკვე მიეჩვივნენ, რომ ერთი ჯურის თაღლითებს და გაიძვერებს მეორენი ცვლიან... დნეპროპეტროვსკში ბატონი კოლომოისკი ხელისუფლებაში მიიყვანეს, როგორც გცბერნატორი. მაგრამ ის, უბრალოდ, უნიკალური გაიძვერაა. მან ჩვენი ოლიგარქი აბრამოვიჩიც კი მოატყუა ორი თუ სამი წლის წინ. როგორც ჩვენთან, განათლებული ინტელიგენციის წრეებში ამბობენ - “გადააგდო”. კონტრაქტი დადეს, რაღაც გარიგება, აბრამოვიჩმა რამდენიმე მილიონი დოლარი გადაურიცხა, იმან კი გარიგება არ შეასრულა, ფულები ჩაიჯიბა.

...რა თქმა უნდა, ხალხი უკმაყოფილოა. ის უკმაყოფილო იყო და უკმაყოფილო დარჩება, თუ ისინი, ვინც თავს ლეგალურ ხელისუფლებას უწოდებს, ამგვარად იმოქმედებენ”.