აქტუალური
ორი დღის განმავლობაში ყირიმელი ხალხის მხარეს 5 ათასზე მეტი ძალოვანი გადავიდა

dva-dnya-akt-2საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები განაგრძობენ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იურისდიქციაში გადასვლას, იუწყება “ინტერფაქსი”.

2 და 3 მარტის განმავლობაში ყირიმელი ხალხის მხარეს ნებაყოფლობით გადავიდა უკრაინის შინაგანი ჯარების, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის და შეიარაღებული ძალების 5086 სამხედრო მოსამსახურე. ბალაკლავას წყალზედა ხომალდების სასაზღვრო საგუშაგოს კვალდაკვალ ყირიმელი ხალხის მხარეს გადავიდა სევასტოპოლში დისლოცირებული შინაგანი ჯარების პოლკი და ცალკეული ბატალიონი იალტაში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას შეჰფიცეს საზენიტო-სარაკეტო პოლკების სამხედრო მოსამსახურეებმა ევპატორიასა და ფეოდოსიაში. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარეს გადავიდა აგრეთვე სამეთაურო-ტაქტიკური ჯგუფი “ყირიმი” დერგაჩში.