აქტუალური
ჩინეთმა სრულად დაუჭირა მხარი რუსეთს და შესაძლოა, აშშ-ს 3 ტრილიონი დოლარი ვალის დაბრუნება მოსთხოვოს, თანაც ოქროთი, ვეტო დაადოს გაეროს უშიშროების საბჭოს ნებისმიერ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, და მან უკვე დაარწმუნა თურქეთი, ნატოს ფლოტი ბოსფორში არ გაატაროს

kitai-akt-1საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. ოფიციალურმა ჩინეთმა განაცხადა, რომ უკრინის სიტუაციასთან დაკავშირებით მისი შეხედულებები სრულიად თანხვდება რუსეთისას, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ს. ლავროვმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ ვან იმ უკრინის კრიზისთან დაკავშირებით აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ.“ორივე მინისტრმა აღნიშნა შეხედულებების ფართო თანხვედრა იქ შექმნილი სიტუაციის ირგვლივ“ , - განაცხადეს დიპლომატებმა და დასძინეს, რომ რფ-ის და ჩინეთის მჭიდრო კონტაქტები ამ თემასთან დაკავშირებით მუდმივი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ადრე გაეროს კულუარებში დიპლომატიურ წყაროებზე მითითებით პრესა იტყობინებოდა, რომ ჩინეთი (რომელმაც ადრე უკვე გამოუცხადა გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთთან ერთად ვეტო აშშ-ს ინტერვენციას სირიაში და დაბლოკა ლიბიაში შეჭრა) ვეტოს დაადებს გაეროს უშიშროების საბჭოს ნებისმიერ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, დიპლომატები იტყობინებიან ჩინეთის მოლაპარაკების შესახებ თურქეთის ლიდერ ერდოღანთან ბოსფორის სრუტეში ნატოს ფლოტის გატარების დაუშვებლობის შესახებ და, აგრეთვე, იმის თაობაზე, რომ ჩინეთი გეგმავს დაიწყოს აშშ-საგან 3 ტრილიონი დოლარი სახელმწიფო ვალის მოთხოვნა სავალო ხელწერილების თანახმად. თანაც ჩინეთს ამ ვალის მიღება დოლარებით კი არა... ოქროთი სურს, თუნდაც ცოტ-ცოტა, თითო-თითო ცენტნერად... ამ რაოდენობის ოქრო აშშ-ს, ბუნებრივია, არ გააჩნია.