უცხოეთი
აშშ-ის ექსელჩმა სსრკ-ში თავისი ქვეყანა ფარისევლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამერიკის საქციელი მსოფლიოში უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებით მას რუსეთის გაკრიტიკების და, მით უმეტეს, რფ-სთვის დამუქრების უფლებას ართმევს (ანაბანა მაია ფანჯიკიძისთვის)

jek-ucx-1საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მოსკოვში ჯეკ მეტლოკმა სენსაციური განცხადება გააკეთა. „ცივი ომის“ დროის ექსდირექტორმა საბჭოეთის საქმეებში, სსრკ-ის საქმეებში აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა თანამშრომელმა, აშშ-ის ელჩმა სსრკ-ში, რომელიც იმპერიის დაშლისას ამერიკის ინტერესებს კურირებდა, აშშ ფარისევლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი საქციელი საერთაშორისო არენაზე უფლებას ართმევს აშშ-ს, უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებით რუსეთი გააკრიტიკოს და, მით უფრო, დაემუქროს მას.

აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო ელჩად და პოსტსაბჭოთა რეალობაში ამერიკის უდიდეს სპეციალისტად წოდებულმა მეტლოკმა თავის ბლოგზე დაწერა:

„აშშ-ის საქციელი საერთაშორისო არენაზე დამაჯერებლობას უქარწყლებს მის განცხადებებს უკრაინასთან მიმართებაში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენაჩუნების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

რუსები არცთუ უსაფუძვლოდ ირწმუნებიან, რომ აშშ ტერიტორიული მთლიანობით დაინტერესებულია მაშინ, როცა ეს მის ინტერესებს პასუხობს. ამერიკის მთავრობების ნამსახურობის ჩამონათვალი მიუთითებს, რომ ისინი უგულებელყოფენ მას მათთვის ხელსაყრელ მომენტში, როგორც ეს მოხდა მაშინ, როცა ნატოელ მოკავშირეებთან ერთად დაარღვიეს სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, შექმნეს და შემდეგ აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, მხარი დაუჭირეს სუდანიდან - სამხრეთ სუდანის, ეთიოპიიდან -ერითრეის და ინდონეზიიდან აღმოსავლეთ ტიმორის გამოყოფას.

რაც შეეხება სუვერენიტეტის დარღვევას. რუსეთს შეუძლია მიუთითოს, რომ აშშ პანამაში ნორიეგას დასაკავებლად შეიჭრა, გრენადაში კი იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა მძევლებად ამერიკის მოქალაქეების აყვანა (თუმცა, ისინი მძევლებად არავის აუყვანია); შეიჭრა ერაყში გამოგონილი საბაბით, თითქოსდა სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა და იერიში მიჰქონდა ხალხზე თავისი უპილოტო საფრენი აპარატებით სხვა ქვეყნებში და ა. შ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აშშ-ის მხრიდან სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესახებ ლექციის კითხვა შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც პრეტენზია განსაკუთრებულ უფლებებზე, რომლებიც სხვებს არ გააჩნიათ.

სხვა ნებისმიერი ქვეყანასავით, რუსეთი ერთობ მგრძნობიარეა თავის საზღვრებთან უცხოური სამხედრო საქმიანობის მიმართ. აშშ-ის ყოფილი რესპუბლიკური ადმინისტრაცია დაუფარავად ცდილობდა უკრაინის შეთრევას ნატოში, ხოლო ბარაქ ობამას ამჟამინდელი დემოკრატიული ადმინისტრაცია ამას კატეგორიულად არ გამორიცხავს.

უკრაინა სახელმწიფოა, თუმცა ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ნაციას - 22-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში აქამდე არ გამოჩენილა ლიდერი, რომელიც უკრაინული იდენტობის საყოველთაო გაგების გარშემო მოქალაქეებს გააერთიანებდა. დღევანდელი არეულობა უკრაინაში გამოწვეულია არა რუსეთის ჩარევით, არამედ იმით, რომ ეს ქვეყანა უწესრიგოდ იქნა შეკრული ერთმანეთთან არცთუ შესაბამისი ნაწილებით.

თავისი ისტორიით, გეოგრაფიული მდებარეობითა და ეკონომიკური კავშირებით უკრაინას არასგზით არ შეუძლია იყოს აყვავებული, ჯანსაღი და ერთიანი ქვეყანა რუსეთთან მეგობრული (ანდა თუნდაც არამტრული) ურთიერთობის გარეშე“.