რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “ამიერიდან რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის არანაირი გაუმჯობესება არ იქნება. ღარიბაშვილის და მარგველაშვილის განცხადებები ივანიშვილთან შეთანხმებული არ ყოფილა. ქართულ ფაშიზმს, უკრაინულისგან განსხვავებით, მოჩვენებითი ხასიათი აქვს”

Arn-pol-1-red-MTსაქართველოს ხელისუფლებამ, ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა რა მხარი ნაციონალისტებს, რომლებმაც კიევში ძალაუფლება დაიპყრეს, სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რომლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შემდგომ მოწესრიგებაზე და სახელმწიფოს ხელმძღვანელთა დონეზე შეხვედრაზე ლაპარაკი უადგილოა, ყოველ შემთხვევაში - უახლოეს მომავალში. რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლით საქართველოს ხელისუფლებამ ერთბაშად გააუქმა ყველა ბოლოდროინდელი მიღწევა სავაჭრო და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით ჩვენს ქვეყნებს შორის, რომლებსაც შესაძლოა დიპლომატიური ურითერთობის აღდგენა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე მსჯელობა მოჰყოლოდა. სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა კი შესაძლო დიალოგში ისეთივე ხელიდან გაშვებულ არგუმენტად იქცა, როგორც საქართველოს ხმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების სასარგებლოდ.

ამიერიდან უფრო ლოგიკურია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში გაუარესებას ველოდოთ, ვინაიდან პრეზიდენტ მარგველაშვილის და პრემიერ ღარიბაშვილის მიერ უკრაინელი ნეოფაშისტების მხარდასაჭერად ერთმანეთის მიყოლებით გაკეთებული განცხადებები განსაკუთრებით ჭრიდა ყურს:

- იმიტომ, რომ გაკეთდა მყისვე აშშ-ში პრემიერ ღარიბაშვილის ხანგრძლივი ვიზიტის შემდეგ, სადაც მრავალგზის გაესვა ხაზი “რუსი ოკუპანტი-აგრესორების არშემწყდარ პროვოკაციებს”;

- იმიტომ, რომ გაკეთდა არა ცნობილი შეშლილი, აფერისტი, სექსუალური მანიაკი და ნარკომანი სააკაშვილის, არამედ სრულიად ადეკვატური ახალი ხელისუფლების მიერ, რომელიც სისხლში არ არის გასვრილი, რაც რუსეთისთვის გაცილებით უფრო უსიამოვნოა;

- იმიტომ, რომ გაკეთდა, პრაქტიკულად, პროვოკატორი სააკაშვილის მხარდასაჭერად, რომელიც, როგორც ადრე, რამდენიმე ათას გამოცდილ ქართველ დაქირავებულთან და ინფორმაციულ დივერსანტებთან ერთად ქართული ტელეარხების სახით უკრაინაში მორიგ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში. რუსეთი გაითვალისწინებს, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, რომელმაც თავდაპირველად 08.08.08 ომის გარემოებების გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა, შემდგომში თავის განზრახვაზე უარი თქვა, პასუხისგებაში არ მისცა (არცერთხელ არც კი დაჰკითხა!) სამხედრო დამნაშავე და საერთაშორისო ტერორისტი სააკაშვილი და საშუალება მისცა, დაუბრკოლებლად გამგზავრებულიყო აშშ-ში;

- იმიტომ, რომ მიმართული იყო პირდაპირ რუსეთის წინააღმდეგ, რადგან უკრაინაში სამოქალაქო ომის გაჩაღების მცდელობა, ისევე როგორც 2008 წელს ასეთი ომის საქართველოში გაჩაღების მცდელობა, განხორციელდა აშშ-ის მითითებით და მხარდაჭერით, რომელსაც სურდა, რუსეთი გაჭიანურებულ საომარ კონფლიქტში ჩაეთრია, ამით დაესუსტებინა, მისი ყურადღება გადაეტანა და ამასობაში სირიის, ირანის და ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში სხვა სამიზნეებისთვის დაერტყა;

- იმიტომ, რომ გაკეთდა საქართველოში საყოველთაო ისტერიის ფონზე - როდესაც მთელმა ქართულმა პოლიტისტებლიშმენტმა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, საპარლამენტო უმრავლესობამ “ქართული ოცნებიდან” და მისგან არაფრით განსხვავებულმა უმცირესობამ “ნაცმოძრაობიდან”, ანტირუსული პროპაგანდის მორიგი ულუფისთვის საფლავებიდან რეანიმირებულმა ყველა ქართველმა ექსპერტმა, ყველა ქართულმა ტელეკომპანიამ - დეზინფორმატორებმა “რუსთავი 2”-მა, “კავკასიამ”, “იმედმა”, “მაესტრომ” და “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, აგრეთვე მრავალრიცხოვანმა ფონდებმა და არასამთავრობოებმა, ქრისტეს დაბადებიდან 21-ე საუკუნეში ფაშიზმს დაუჭირეს მხარი.

ლოგიკურია დაისვას შეკითხვა - რატომ?

რატომ დაუჭირა მხარი საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ არა უკრაინელი ხალხის უმრავლესობას, რომელიც რუსული არმიის დახმარების გარეშეც იცავს თავის ინტერესებს სევასტოპოლში, ყირიმში, ლუგანსკში, დონეცკში, ხარკოვში, არამედ იქაურ ნაციონალ-სააკაშისტებს - კიევის ქუჩებში სვასტიკებით მოსეირნე ვიგინდარებს?

რატომ აღმოჩნდა ტრადიციულ ქართულ ოჯახში აღზრდილი საუცხოო მეოჯახე ქართველი პრემიერი ღარიბაშვილი (“ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან ჰგავს პუტინს, რომელზეც რუსეთში დიდ იმედებს ამყარებენ”, როგორც დაახასიათა იგი რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ) უნებლიეთ ვაფენ „ეს-ეს“-ის დივიზია “გალიციის” და ვერმახტის ქართული ლეგიონის მხარეს და არა თავისი ბაბუების და იმ 7 მილიონი უკრაინელისა და 350 ათასი ქართველის შთამომავლების მხარეს, რომლებიც დიდ სამამულო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ?

იყო თუ არა შეთანხმებული ღარიბაშვილის და მარგველაშვილის უკრაინელი ნაცისტების მხარდამჭერი განცხადებები ივანიშვილთან, რომელმაც თავის ინტერვიუში 2013 წლის ივნისში თქვა: “არ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია. მოდით ნუ ვიჩქარებთ, მოვლენები იცვლება, ყველაფერს დიალექტიკურ განვითარებაში უნდა შევხედოთ”? არადა,  სააკაშვილის თავიდან მოშორების გამო სწორედ ივანიშვილისადმი მადლიერების ნიშნად ქართველმა ხალხმა სახელმწიფოში ყველაზე მაღალი თანამდებობები მხოლოდ ვიწრო წრეებში ცნობილ მარგველაშვილს და ყველასათვის უცნობ ღარიბაშვილს მისცა... სავარაუდოდ, არა, ეს განცხადებები ახალგაზრდების ექსპრომტი იყო, ამიტომ ივანიშვილისთვის სწორედ ის მომენტი დადგა, რომელზეც ის ლაპარაკობდა - პოლიტიკაში და ხელისუფლებაში დაბრუნების აუცილებლობა!

დიახ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული ფაშიზმი არსებობს, თუმცა, უკრაინულთან შედარებით, მას გაცილებით უფრო მოჩვენებითი, თეატრალური ხასიათი აქვს. ქართველი ნაცებიც ისევე განსხვავდებიან უკრაინელებისგან, როგორც ვერმახტის ქართული ლეგიონი ვაფენ-ეს-ეს“-ის დივიზია “გალიციისგან”.

სამაგიეროდ, საქართველოში მოსახლეობის, მათ შორის ქართულის, უმრავლესობის აზრი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვერ აღწევს - ყველა ქართული საინფორმაციო საშუალება, ერთეული გამონაკლისების გარდა, სააკაშვილის და აშშ-ის დაკვეთას ასრულებს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ნებაზე აქვს მიშვებული. ამ “კოჰაბიტაციის” მწარე ნაყოფს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ნაციონალების პროვოკაციას წამოეგო და პროამერიკანიზმში მათ გაუსწრო კიდეც, ძალიან მალე მოიმკის, როდესაც საქართველოში სააკაშვილი დაბრუნდება, აქ “ევრომაიდან 2”-ს მოაწყობს და დღევანდელ მმართველებს იმავე საკნებში ჩასვამს, სადაც დღეს მერაბიშვილი და ახალაია სხედან. ამის შემდეგ კი საქართველოს დაშლას გააგრძელებს, რომელსაც ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები გამოეყოფა, საქართველოს შესვლას ნატოში და ევროკავშირში ისევე რომ არ ეთანხმებიან, როგორც მათი ისტორიული სამშობლოები - აზერბაიჯანი და სომხეთი.

დაბოლოს, მოდით დავივიწყოთ მილიონობით ჩვენი მამისა და პაპის დაღვრილი სისხლი, დავივიწყოთ მილიონობით რუსის სისხლი, რომლებმაც ყირიმის და დიდ სამამულო ომებში სიცოცხლე უკრაინას შესწირეს, დავივიწყოთ რუსების, უკრაინელების და ქართველების მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობა, დავივიწყოთ, რომ უკრაინის მეტ ნაწილს ნაჩუქარი - რუსეთის იმპერატორების, სტალინის და სსრკ-ის ხელმძღვანელობის მიერ მისთვის მიერთებული ტერიტორიები შეადგენენ, დავივიწყოთ, რომ სახელმწიფო გადატრიალებების სათავეში უკრაინასა და საქართველოში, რომლებსაც “ფერად რევოლუციებს”  უწოდებენ და რომლებმაც სამოქალაქო ომები და სუვერენიტეტის დაკარგვა გამოიწვია, ამერიკის ხალხი იდგა, რომელთა შორის არ ყოფილა არცერთი ქართველი ან უკრაინელი, არცერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი. დავივიწყოთ ეს ყველაფერი და ვეცადოთ, საკითხებს მხოლოდ პრაგმატულად შევხედოთ.

1. რატომ დადეს ფსონი უდიდესმა პრაგმატიკოსებმა - ბიზნესმენმა მილიარდერმა ივანიშვილმა და მისმა წარმატებულმა მთავარმა ბიზნესმენეჯერმა ღარიბაშვილმა ამერიკასა და ევროკავშირზე, და არა რუსეთზე, რომლის გარეშე დამოუკიდებელი უკრაინა უკვე შიმშილის, სიცივის და დეფოლტის ზღვარზე დგას, აშშ და ევროკავშირი კი მის ფულით დახმარებას არ ჩქარობენ?

2. რატომ ისწრაფვიან ივანიშვილი და ღარიბაშვილი, ისევე როგორც სააკაშვილი, ნატოს წევრობისკენ და სტრატეგიულ პარტნიორად არა მეზობელ რუსეთს, არამედ აშშ-ს მიიჩნევენ, რომელსაც პანიკურად ეშინია პუტინის და რუსეთის ფედერაციის? დღეს, 2014 წლის მარტში, ამერიკა ისევე არ წავა სამხედრო კონფლიქტზე რუსეთთან უკრაინის გამო, როგორც 2008 წლის აგვისტოში - საქართველოს გამო, სამაგიეროდ, 2014 წლის 28 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა მერაბიშვილის და ახალაიას “დაუსაბუთებელი დევნისთვის”, ლგბტ-ს და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ “ძალადობის ფაქტების ჩამდენთა” დაუსჯელობისთვის.

3. მაშ რად უნდა საქართველოს ნატოში შესვლა და 8 000 კმ-ზე ისეთი სტრატეგიული პარტნიორი №1-ის ყოლა, რომელიც ვერ გამოექომაგება?! არადა, ჩვენი მეზობელი - რუსეთი, ამერიკისგან განსხვავებით, თავისიანებს, როგორც ხედავთ, არ ტოვებს! იქნებ ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდის და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის დრო დადგა, ჯარისკაცების ავღანეთსა და აფრიკაში გაგზავნის ნაცვლად?!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 4 მარტი
საქართველო, თბილისი

Arn-pol-1-red-qv