მედია: დეპუტატებმა წინადადება წამოაყენეს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ახალი სუბიექტების მიღების წესები გამარტივდეს
საქართველო, 28 თებერვალი,
საქინფორმი. რუსი პარლამენტარები წინადადებას აყენებენ, გამარტივდეს რფ-სთვის ახალი სუბიექტების მიერთების წესი და ასევე დსთ-ს მოქალაქეებისათვის ახალი პასპორტების გაცემა. „რფ-ში მიღებისა და მის შემადგენლობაში ახალი სუბიექტის წარმოქმნის წესის შესახებ” 2001 წლის კანონში ცვლილებების ინიცირება ფრაქცია “სპრავედლივაია როსიამ” მოახდინა. ამჟამად კანონით დადგენილია, რომ რფ-სთვის სხვა ქვეყნის ან მისი ნაწილის მიერთების გადაწყვეტილება ხორციელდება რფ-სა და მოცემული უცხოური სახელმწიფოს ურთიერთშეთანხმებით, რომელსაც საერთაშორისო შეთანხმება ადასტურებს.
ახლა ამ პროცედურის გამარტივებას აპირებენ ისე, რომ ტერიტორიის მისაერთებლად საკმარისი იქნება ხალხის ნების გამოვლინება, მაგალითად, რეფერენდუმის სახით.
სახელმწიფო დუმის პირველი ვიცე-სპიკერის ალექსანდრე ჟუკოვის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დეპუტატები ადგილზე გაეცნობიან სიტუაციას, დუმა გადაწყვეტს საკითხს უკრაინასთან მიმართებაში სპეციალური სხდომის გამართვასთან დაკავშირებით.