უცხოეთი
საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. ყირიმის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, პარტია - „რუსკოე ედინსტვოს“ ლიდერმა სერგეი აქსიონოვმა, რომელიც პარლამენტარებმა მინისტრთა კაბინეტის მეთაურად დანიშნეს, უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად, რომელიც უმაღლესმა რადამ გადააყენა, ვიქტორ იანუკოვიჩი დაასახელა და განაცხადა, რომ მას დაემორჩილება. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„ჩვენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი მიგვაჩნია და მის განკარგულებებს შევასრულებთ,“ - განმარტა აქსიონოვმა და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება ყირიმს ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს, რომლის პირობებსაც იანუკოვიჩთან შეათანხმებენ.