რედაქტორისგან
“მიშა+იულია = სიყვარული“ - სააკიანმა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იმისთვის მოაწყო, რომ გრიგიანი ციხიდან დაეხსნა?! მიშა ყვარელში სახლს ყიდის და კიევში ყიდულობს!

lubov-mtსაქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. პირველ 5 წუთს ისინი დუმდნენ...ანდა რა საჭიროა სიტყვები? სიტყვების  მაგივრად მათი თვალები მეტყველებდნენ.

“საყვარელო მიშა, ჩემო ძვირფასო და ნაზო, მე ხომ ვიცი - ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემ გამო გააკეთე! ჩემო რაინდო, მიუხედავად იმისა, რომ სომეხი ხარ, ისევე როგორც მე, ნამდვილი ქართველივით დაიცავი ქალის ღირსება და საშინლად იძიე შური ჩემს მწყენინებელ იანუკოვიჩზე! ახლა კი მე დაგიცავ პუტინისგან და ნებას არ მივცემ, ის გაგიკეთოს, რასაც დაგპირდა! ეს ყველაფერი მე მეკუთვნის!” - თქვა ქალმა, მოეხვია, აკოცა და მთელი თავისი პატარა ტანით მიეხუტა (ვიდეო იხილეთ აქ)

“ჩემო სიყვარულო, იულენკა! როგორ დაიტანჯე უჩემოდ, ჩემო მზეო! არასოდეს, გესმის, აღარასოდეს მიგატოვებ მარტოს! არავისთან ისე კარგად არ ვყოფილვარ, როგორც შენთან! მაიდანზე კიდევ 100-ჯერ, 1000-ჯერ მეტ სიცოცხლეს გავწირავდი შენი მხოლოდ ერთი მზერისთვის, რომლითაც ახლა მიყურებ, საყვარელო! უკვე დავავალე, ჩემი სახლი ყვარელში მილიონნახევრად გაყიდონ, რომ კიევში ჩვენ ორისთვის ბუდე ვიყიდო!” - პასუხობდა დიდი რაინდი, თავის პატარას ეხვეოდა და შროშანებს ჩუქნიდა, ისეთსავე თეთრს და უბიწოს, როგორც თავად ქალი.

 ოფიციალური ინფორმაცია

უკრაინა - გუშინ, 2014 წლის 27 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილი იულია ტიმოშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მათ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა და ყირიმთან საერთაშორისო ჩართულობის საკითხები განიხილეს.

საქართველო - იყიდება საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახლი ყვარელში (კახეთის რეგიონი), რომელშიც ის, ჩვეულებრივ, უცხოელ სტუმრებს იღებდა. ბოლო ორი კვირაა სახლიდან ნივთები გამოაქვთ. სახლი 1 მილიონ 500 ათასად იყიდება, თუმცა სააკაშვილის დეკლარაციის მიხედვით, ნაკვეთი მან 33 ათასად შეიძინა, ხოლო სახლის მშენებლობა 45 758 ლარი დაუჯდა.

lubov-1 lubov-2