აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში დასრულდა

prez-somxetiსაქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში გაემართა, სადაც თავის სომეხ კოლეგა სერჟ სარგსიანს პირისპირ შეხვდა.

საქართველო არის თავისუფლების, კულტურათა შეხვედრის ადგილი, სადაც ჩვენი რეგიონის სხვადასხვა კულტურ ვითარდება და გვაძლევს ახალ მიმართულებას“, - განაცხადა შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა.

დარწმუნებული ვარ, დღეს ჩვენ გველის დატვირთული და საინტერესო სამუშაო, ჩვენი ურთიერთობის დონე მუდმივად ღრმავდება. იმედი მაქვს, თქვენი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში ახალ, ძლიერ იმპულსს მისცემს ჩვენს თანამშრომლობასა და მეგობრობას, - აღნიშნა, თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე უმაღლეს პატრიარქს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდა. სომხეთის პატრიარქმა მასთან საუბრისას მადლიერება გამოხატა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც სომხური ეკლესიის კუთვნილი კულტურული ძეგლების რესტავრაცია დააფინანსა. გიორგი მარგველაშვილს სომხეთის პატრიარქმა საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, გარეგინ მეორეს ხარების სურათი უსახსოვრა.

სომხეთის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ეჩმიაძინში მცხოვრებ რობერტ აბრამიანის ოჯახს ესტუმრა, რომელიც 1987 წელს ქუჩაში შემთხვევით გაიცნო - მაშინ იგი ეჩმიაძინის სამხედრო ნაწილში მსახურობდა.

ექვსი თვის განმავლობაში საკუთარი შვილივით მივლიდა... სომხეთში ჩამოსულს, არ შემეძლო, აქ არ მოვსულიყავი და მისი ოჯახი არ მენახა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ერევანში კონიაკის ქარხანა „არარატი“ დაათვალიერა.

სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პირველი პირის გაცილების ცერემონია შედგა, რომლის დასრულებისთანავე ორი ქვეყნის ლიდერები კიდევ ერთხელ პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს.