პოლიტიკა
თავხედებს უმართლებთ: “უკრანას უნდა, რუსეთთან 15-მილიარდიან კრედიტზე მოლაპარაკება განაახლოს”

iaceniuki-pol-3საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის ახალი მთავრობა უკვე მომდევნო კვირას მიმართავს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე როგორც ფინანსურ, ისე გაზის სფეროებში. უკრაინის ფინანსთა მინისტრი ალექსანდრ შლაპაკი აცხადებს” რომ ოფიციალურ კიევს რუსეთთან 15-მილიარდიანი კრედიტის “გალღობაზე” და აგრეთვე ბუნებრივი აირის საკითხებზე მოლაპარაკების იმედი აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან კომენტარში ხუთშაბათს, 27 თებერვალს, ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის კულუარებში აღნიშნა.

”უეჭველია, რომ ჩვენ გვექნება მოლაპარაკება რუსეთთან საკრედიტო ხაზის გაგრძელებაზე. ვფიქრობ, ამის გაკეთებას უმოკლეს ვადაში ვეცდებით. შესაძლოა, შემდეგ კვირას, - თქვა შლალაკმა. - ვეცდებით რუსებთან მოლაპაკებას იმისათვის, რომ უკრაინის ახალმა მთავრობას შეძლოს  მოისმინოს რუსეთის მხარის პრეტენზიები და მოთხოვნები იმასთან დაკავშირებით, თუ რისი მიღება სურთ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის როგორც საბიუჯეტო მხარდაჭერის სფეროში, ისე აირის სფეროში”, - განაცხადა ახალმა ფინანსთა მინისტრმა.

27 თებერვალს უკრაინის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი გამოვიდა (ამჟამად უკვე დამტკიცებულია პარლამენტის მიერ).

ათწუთიან მოკლე გამოსვლაში მან აუწყა დეპუტატებს, რომ სახელმწიფოს ხაზინა ცარიელია, და რომ ამაში დამნაშავე წინა მთავრობაა.  არსებითად, დღეს უკრაინელებს აირის და ენერგორესურსებისთვის გადასახდელი თანხმა არ აქვთ.

აპლოდისმენტებით შეხვდნენ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ყველა საოლქო და რაიონული მოხელისთვის სამსახურის მანქანების ჩამორთმევის შესახებ ფინანსური სახსრების ეკონომიის მიზნით.

საგარეო ასპექტებზე ლაპარაკისას პრემიერ-მინისტრმა რუსეთს მიმართა და სთხოვა,არ დაარღვიოს ბუდაპეშტის მემორანდუმი, “რუსებო, ნუ ომობთ ჩვენთან! ჩვენ და თქვენ მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენ ერთად მივდივართ”.

გარდა ამისა, იაცენიუკმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ რუსეთს მოუწევს ურთიერთობის ახალი სტილის მიღება. უკრაინა ევროკავშირისკენ მიდის და ამავე დროს რუსეთის სრულუფლებიანი პარტნიორია.

მან რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებისკენ მრუწოდა, განსაკუთრებით, რაც შეეხება უკრაინის ეკონომიკაში ინვესტიციებს. იაცენიუკმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრას არ პირებს და სახალხო რჩეულის მანდატი ჩააბარა.