უცხოეთი
როგორც ცნობილია, აშშ აქტიურად მიესალმა რევოლუციების ჯაჭვს არაბულ სამყაროში, რომელიც 2011 წელს დაიწყო და რომელიც მედიამ „არაბულ გაზაფხულად“ მონათლა. თუმცა, ამ რეგიონში ხელისუფლების შეცვლამ ნეგატიური შედეგები გამოიღო ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის, კერძოდ, აშშ-ისა და ეგვიპტის ორმხრივ ურთიერთობპში მურსის ჩამოგდების შემდეგ კრიზისი დაიწყო.
„დემოკრატია არ განისაზღვრება მხოლოდ არჩევნებით. შესაძლოა, თქვენ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა გყავდეთ, მაგრამ ამასთანავე არ გექნებათ დემოკრატიულ პროცედურებზე დაყრდნობილი რეფორმები, რომლებიც რეალურად იძლევა სრულფასოვნად ფუნქციონირებადი დემოკრატიის გარანტიას“, - აღნიშნა კერიმ.