უცხოეთი
ყირიმში უნიფორმიანმა უცნობმა პირებმა ხელში ჩაიგდეს პარლამენტისა და მთავრობის შენობები
neizvestnie-zar-1საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. 27 თებერვალს, დილით, უნიფორმიანმა უცნობმა პირებმა ხელში ჩაიგდეს ყირიმის პარლამენტისა და მინისტრთა საბჭოს შენობები, - ამის შესახებ სიმფეროპოლიდან რუსეთის სახელმწიფო ტელე და რადიომაუწყებლობის კოპანიის კორესპონდენტი იუწყება. ჯერჯერობით მათ არავითარი მოთხოვნები არ წამოუყენებიათ. მილიციამ ალყა შემოარტყა კვარტალს, სადაც ადმინისტრაციული შენობები მდებარეობს.