უცხოეთი
საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. „უკრაინის ნაფტოგაზმა“ რუსული გაზის იმპორტი 24 თებერვლის მდგომარეობით 28 მლნ კუბ/მ-მდე - დღე-ღაეში 147 კუბ/მ-დან შეაცირა. ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება.
უკრაინის ხელისუფლების განცხადების თანახმად, „ნაფტოგაზმა“ 1.28 მლრდ ვალის დასაფარავად გადარიცხა, ხოლო დანარჩენი დავალიანების გადასახდელად ვადის 15 აპრილამდე გახანგრძლივება ითხოვა.
დღეს უკრაინისთვის რუსული გაზის ფასი ყოველკვარტალურად გამისაზღვრება. „უკრაინის ნაფტოგაზი“, არსებული შეთანხმების თანახმად, 1000 კუბ/მ გაზს 268.5 დოლარად იღებს. თუმცა, დადგენილ ვადაში (ყოველი კვარტლის პირველი თვის 10 რიცხვამდე) ნებისმიერი მიზეზით დამატებითი ხელშეკრულების ხელმოუწერლობის შემთხვევაში გამოირიცხება შემცირების კოეფიციენტი, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას, გაზი მითითებულ ფასად მიიღოს.