სასწაული მოხდა უკრაინაში აშშ-ის საელჩოში! იულია წამოდგა და... წავიდა!
საქართველო, 26 თებერვალი,
საქინფორმი. სასწაული მოხდა უკრაინაში აშშ-ის საელჩოში! ამერიკის მოქმედ ელჩთან შესახვედრად მისული იულია ტიმოშენკო მსწრაფლ განიკურნა ხერხემლის თიაქარისგან - ინვალიდის ეტლიდან წამოდგა და წავიდა! ეს რომ გაიგეს, ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ინვალიდები და სახიჩრები, უკვე გრძელ რიგებში დგებიან კიევში აშშ-ის საელჩოს წინ. სნეულები განსაკურნებლად სხვა ქვეყნებიდანაც მოფრინავენ!
საინტერესოა, აქვს თუ არა ასეთივე “სასწაულმოქმედი თვისებები” საქართველოში აშშ-ის საელჩოს?
(ქვემოთ საქინფორმმა საგანგებოდ განათავსა იულია ტიმოშენკოს საკნის ფოტოები, რათა მკითხველმა დაინახოს - რა “აუტანლად მძიმე” პირობებში იმყოფებოდა ის ციხეში, რა მიზეზითაც ხერხემლის “მძიმე ტრავმა” მიიღო...).