რელიგია
საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია მამა გაბრიელის საფლავის გახსნის თანმდევ პროცესებს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
... ის, რაც დღეს ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელი, აღმაშფოთებელიც კია, რამდენიმე მიზეზის გამო:
არ უნდა მომხდარიყო ადამიანების რანჟირება, მათი ადგილზე შეშვება თანამდებობრივი თუ სოც. სტატუსის მიხედვით... ნუთუ მამა გაბრიელი მხოლოდ ძლიერთა ამა ქვეყნისათვის ლოცულობდა?!
სრულიად ამაზრზენია ე.წ. "რელიგიურ-პატრიოტული" მედიის საქციელი... მორჩით ამ სპეკულირებას უხრწნელობით და რაღაც ნეკროფილურ ვნებებს, ფოტოკოლაჟების და უბრალოდ სიყალბის ჩვენებას...
რწმენისათვის, გონისათვის დროსა და სივრცეს მნიშვნელობა არა აქვს. აკი გაბრიელ ბერის ღვაწლიც ერთი სენაკიდან აღსრულდებოდა. არ არის აუცილებელი იქ პირადად მისვლა, მიწაზე განრთხმა თუ ძვლებთან ჩახუტება, არც საკრედიტო ბარათების საფლავზე დაწყობა!..“ - წერს ცოტნე გამსახურდია.