პუბლიკაციები
ისტორიული ცნობა: “უკრაინა. ზაპადენშჩინა” (1 ნაწილი)

zapadenSina-obS-3საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ავსტრია-უნგრეთის კუთვნილ გალიციისა და ბუკოვინას მიწებზე პირველ მსოფლიო ომამდე მოსახლეობის “დერუსიფიკაციის” დაჟინებული პოლიტიკა ტარდებოდა - ახალგაზრდობის სწავლების პროგრამები, საეკლესიო პოლიტიკა, აგრეთვე უკრაინული ენის კონსტრუირება, რომელიც მაქსიმალურად განსხვავებული იქნებოდა რუსულისგან. გარდა ამისა, გალიციის ცენტრი - ლვოვი - უკვე მე-19 საუკუნის შუა წლებისთვის “რუსული უკრაინიდან” ანტირუსული იმიგრაციის დედაქალაქი და, აგრეთვე, რადიკალური უკრაინული (ანტირუსული) ნაციონალიზმის ყველა ძირითადი შტაბის ბაზა გახდა.

უკრაინის დასავლეთი ტერიტორიები, პირველ მსოფლიო ომში ავსტრია-უნგრეთის დამარცხებისა და დაშლის შემდეგ, 1921 წელს პოლონეთს, ჩეხოსლოვაკიასა და რუმინეთს შორის გახლეჩილი აღმოჩნდა. და როდესაც ეს ტერიტორიები მეორე მსოფლიო ომის წინ, მოლოტოვი-რიბენტროპის პაქტის მიხედვით, სსრკ-ის შემადგენლობაში (უკრაინის სსრ-ში) შევიდა, სსრკმ-მ “მემკვიდრეობით” მიიღო პოლიტიკურად, იდეოლოგიურად და ორგანიზაციულად გაფორმებული და კარგად შეიარაღებული (ძირითადად იტალიისა და გერმანიის სპეცსამსახურების მხარდაჭერით) რადიკალური ნაციონალისტური იატაკქვეშეთი. მისი ყველაზე მძლავრი ძალა იყო უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია სტეპან ბანდერას ხელმძღვანელობით.