უცხოეთი
იაცენიუკი: „უკრაინის ხაზინა ცარიელია. ეს ქვეყნის გაკოტრებაა!“

iaceniuk-zar-3საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 24 თებერვალს, ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა არსენი იაცენიუკმა რადის შემათანხმებელი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ „სახელმწიფო ხაზინა ცარიელია, ის გაძარცვეს, უკრაინა კი გაკოტრების პირას მიიყვანეს!“.

ამასთან, უწინ უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ფინანსური სიტუაცია ერთობ რთულია, თუმცა კონტროლის ქვეშ იმყოფება. სახელმწიფოს ეკონომიკისა და ფინანსური მდგომარეობის აღსადგენად ფინანსთა სამინისტრო 2014-2015 წლებში კრედიტის სახით 35 მლრდ დოლარის ოდენობის საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ელოდება.