პოლიტიკა
„ჩვენმა მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის სახელით სრული მხარდაჭერა მიიღო. საქართველო აშშ-სთან ურთიერთობის სფეროში რეალურად ახალ ეტაპზე გადადის“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა

mtavroba-polit-1საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტთან თეთრ სახლში გაიმართა.შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა და მას საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.

მათ დაგვიდასტურეს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს. მე ასევე მივიღე დადასტურება და მზადყოფნა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისათვის. მთლიანობაში ეს იყო ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აშშ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობის გაღრმავებას და განმტკიცებას“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს - როი ბლანტს, ჯეფ სეშენს, დიკ დურბინს, სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს კარლ ლევინს შეხვდა.