აქტუალური
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს სიუზან რაისს, რჩევები მოსკოვს კი არა, ობამას მისცეს

mid-rf-aqtual-3საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. მოსკოვი რეკომენდაციას აძლევს აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სიუზან რაისს, რჩევები საკუთარ ხელმძღვანელობას მისცეს და არა რუსეთს.

“ჩვენი ყურადღება მიიქცია სიუზან რაისის საექსპერტო შეფასებებმა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ამერიკის ჯარების არაერთგზის შეყვანას ეფუძნება, განსაკუთრებით იქ, სადაც, აშშ-ის ადმინისტრაციის აზრით, დასავლური დემოკრატიის ნორმებს საფრთხე ემუქრება ან მოქმედი რეჟიმები მეტისმეტად აშკარად იწყებენ “ხელიდან წასვლას”.  იმედი გვაქვს, რომ ახალი ინტერვენციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ხელმძღვანელობას სწორედ ასეთ რჩევებს მისცემს ძალის გამოყენების მცდარობის შესახებ”, - განაცხადა წყარომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სიუზან რაისის სიტყვების კომენტირებისას, რომ “უკრაინაში რუსული ჯარის შეყვანა სერიოზული შეცდომა იქნებოდა”.