აქტუალური
საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობა იწყება, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო.
მას შემდეგ, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდი შენობების ინფრასტრუტურის მოწყობას დაასრულებს, ამბულატორიები ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, აღიჭურვება და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
ახალი ამბულატორიები მუნიციპალიტეტებში მიმდინარე კვირიდან დაიდგმება, რის შემდეგაც დაიწყება მათი აღჭურვა. გრაფიკის მიხედვით, 81 ამბულატორიის მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით 2014 წლის სექტემბერში დასრულდება. მათ შორის, ათი ამბულატორია გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებში დამონტაჟდება.