პუბლიკაციები
„რეიგანომიკის“ მამა პოლ კრეიგ რობერტსი: „თუ რუსები არ გაიღვიძებენ, ისტორიად იქცევიან!“

reigonomika-zar-1საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ყოფილი თანაშემწე, ცნობილი ეკონომისტი და პუბლიცისტი თავის საიტზე უკრაინის სასაკლაოს საიდუმლოებებს ფარდას ხდის: „ჩემს სტატიებში უკვე განვმარტე, რომ საბჭოთა კავშირი აშშ-თვის დაბრკოლებას წარმოადგენდა. სსრკ-ს დაშლამ აშშ-ის მსოფლიო ჰეგემონიის ნეოკონსერვატიული განვითარება გამოიწვია. რუსეთი პუტინთან ერთად, ჩინეთი და ირანი ნეოკონსერვატიული დღის  წესრიგისათვის ერთადერთ შეზღუდვას წარმოადგენენ. ბირთვული რაკეტები და სამხედრო ტექნოლოგიები რუსეთს აშშ-ის მსოფლიო ჰეგემონობისთვის მძლავრ სამხედრო დაბრკოლებად აქცევს.

რუსეთის გასანეიტრალებლად ვაშინგტონმა დაარღვია რეიგანისა და გორბაჩოვის შეთანხმება, გააფართოვა ნატო საბჭოთა იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე და ახლა თავად რუსეთის ყოფილი ნაწილების - საქართველოსა და უკრაინის - მიზიდვას ახდენს ნატოში. ვაშინგტონი გამოვიდა ხელშეკრულებიდან, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას კრძალავდა და რაკეტსაწინააღმდეგო ბაზები რუსეთის საზღვართან განათავსა. ვაშინგტონმა შეცვალა თავისი ბირთვული დოქტრინა, რათა პირველი ბირთვული იერიშის განხორციელების უფლება ჰქონოდა.

რუსეთის მთავრობა (ასევე, უკრაინისაც) ბრიყვულად აძლევს მუშაობის უფლებას თავის ქვეყნებში ურიცხვ ენჯეოს, რომლებიც აშშ-დან ფინანსდება. ესენი არიან სახელწოდებებს - „უფლებადამცველი ორგანიზაცია“, „დემოკრატიის მშენებლობა“ და სხვ. ამოფარებული ვაშინგტონის აგენტები.

აქცია „Pussy Riot” წარმოადგენს ოპერაციას, როელიც მიმართულია იქით, რომ პუტინი და რუსეთი მუქ ფერებში წარმოაჩინოს. თავად ქალები კი გამოიყენეს და მოატყუეს.

დასავლეთის მედიის თავდასხმები სოჭის ოლიმპიადაზე პუტინისა და რუსეთის დემონიზაციისა და დაცინვის ნაწილს წარმოადგენს. ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ პუტინსა და რუსეთს ეკრძალებათ წარმატების ნებისმიერი გამოვლინება ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს დიპლომატია, სპორტი თუ ადამიანის უფლებები.

ამერიკული მედია ესაა პროპაგანდის სამინისტრო, რომელიც მთავრობასა და კორპორაციებზე მუშაობს. ის ეხმარება ვაშინგტონს, რუსეთი ლაფში ამოსვაროს. სტივენ ფ. კოენი ზუსტად აღწერს, რომ ამერიკული მედია აშუქებს ყველაფერს, რაც რუსეთში ხდება, როგორც „სამარცხვინო, არაპროფესიონალური და პოლიტიკურად წამქეზებელი მოვლენების ბობოქარ ნაკადს“.

ამერიკული მედია თავს თავისუფლად ასაღებს, რომელსაც შეიძლება ენდო, თუმცა, ამერიკაში არ არსებობს თავისუფალი პრესა ინტერნეტ-საიტების გამოკლებით. კლინტონის რეჟიმის ბოლო წლებში აშშ-ის მთავრობამ ნება დართო 5 დიდ კორპორაციას, თავის დაქვემდებარებაში მოექცია სხვადასხვა დამოუკიდებელი მედია. ამ უზარმაზარი მეგა-კომპანიების ღირებულება დამოკიდებულია მაუწყებლობაზე მათ ფედერალურ ლიცენზიებზე. შესაბამისად, მედია ვერ გაბედავს მთავრობის საწინააღმდეგოდ გამოსვლას ვერცერთ მნიშვნელოვან საკითხში.

ვაშინგტონი მედიას იყენებს, რათა ამერიკელი ხალხი რუსეთთან კონფრონტაციისთვის განაწყოს და იმისათვის, რომ რუსები და მსოფლიოს სხვა ხალხები პუტინს აუმხედროს. ვაშინგტონს სურს, უფრო სუსტი და თვინიერი ლიდერი იხილოს. ბევრი რუსი მიმნდობია. კომუნისტების მართველობისა და კრახისგან ქაოსის გამოცდის შედეგ ისინი მიამიტად მიიჩნევენ, რომ ამერიკა საუკეთესო ადგილია, მაგალითია მთელი მსოფლიოსთვის, ქვეყანაა, რომელსაც შეიძლება ენდო და მიენდო. ეს იდიოტური რწმენა, რომელიც, როგორც ვხედავთ, ახლა დასავლეთ უკრაინაში გამომჟღავნდა, მაშინ, როცა აშშ ამ სახელწიფოს დესტაბილიზაციას ახდენს მისი ხელში ჩაგდების მიზნით, წარმოადგენს მძლავრ იარაღს, რომელსაც აშშ რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის იყენებს.

ზოგიერთი რუსი პატიობს ვაშინგტონს მის ანტირუსულ რიტორიკას და ამას „ცივი ომიდან“ გამომდინარე ძველი სტერეოტიპებით ხსნის. ვაშინგტონი რუსეთს უმიზნებს, რუსეთი დარტყმის ქვეშაა და თუ რუსები ამას ვერ მიხვდებიან, მაშინ ისინი ისტორიად იქცევიან.

2014 წლის 12 თებერვლის სტატიაში, რომელიც დაიბეჭდა ყოველკვირეულ გაზეთში „ზავტრა“, სტრატეგიული და სამხედრო ექსპერტები იუწყებიან, რომ დასავლეთი საპროტესტო აქციებს იყენებს, რათა გააუქმოს უკრაინის გადაწყვეტილება ეროკავშირში არგაწევრების შესახებ. შედეგად, ამან შექმნა სიტუაცია, როცა შესაძლებელია ფაშისტური გადატრიალების მოწყობა. ეს კი თავის მხრივ, შედეგად მოიტანს ძმათამკვლელ ომს უკრაინაში და სერიოზულ სტრატეგიულ საფრთხედ იქცევა რუსეთისთვის.

ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ თუკი ასეთი გადატრიალება მოხდება, რუსეთისთვის შედეგები იქნება შემდეგი:

-სევასტოპოლის დაკარგვა, როგორც შავი ზღვის ფლოტის რუსული ბაზის;

-აღმოსავლეთ და სახრეთ უკრაინიდან რუსი წარმოშობის დევნილების იძულებითი ნაკადი;

-საწარმოო სიმძლავრეების დაკარგვა კიევში, დნეპროპეტროვსკში, ხარკოვში, სადაც რუსეთის სამხედრო მრეწველობისთვის შეკვეთების შესრულება ხდება;

-რუსულენოვანი მოსახლეობის დამონება იძულებითი უკრაინიზაციით;

-ნატოს ამერიკული ბაზების შექნა უკრაინაში, მათ შორის ყირიმში, ტერორისტების მოსამზადებელი ცენტრების შექმნა, რომლებიც მიმართული იქნება კავკასიის, ვოლგისპირეთისა და შესაძლოა ციმბირისკენაც;

-არარუსი ეროვნებების საპროტესტო აქციები რუსეთის ქალაქებში კიევის ხელმძღვანელობით.

რუსი სტრატეგები აკეთებენ დასკვნას, რომ „სიტუაციას, რომელიც უკრაინაში იკვეთება, შესაძლოა კატასტროფული შედეგები ჰქონდეს რუსეთისათვის“.

რა ვიღონოთ? აქ, სტრატეგიული ექსპერტები, რომლებმაც სწორად გააანალიზეს სიტუაცია, რბილ პოზიციას იკავებენ. ისინი მოუწოდებენ ფართო საინფორმაციო კამპანიისკენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, რათა გამოაშკარავდეს გადატრიალების ხასიათი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ხდება. ასევე, ისინი მოუწოდებენ რფ-ის მთავრობას, რომ ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმის მოშველიებით გამართოს კონფერენცია რუსეთის, უკრაინის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების წარმომადგენლებისათვის უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან რამდენიმე მხარე არ მოიწონებს ბუდაპეშტის მემორანდუმის იდეას უკრაინის სუვერენიტეტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, ექსპერტები სთავაზობენ რუსეთის მთავრობას, პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს ვაშინგტონთან უკრაინის საკითხზე, გამოიყენოს კენედისა და ხრუშჩოვის მოლაპარაკებების პრეცედენტი 1962 წელს კუბის სარაკეტო კრიზისის პერიოდში. მაგრამ ეს აუხდენელი ოცნებაა, ექსპერტები თავს იტყუებენ. ვაშინგტონი თავადაა დამნაშავე უკრაინის კრიზისში და იქ გადატრიალებას გეგმავს სწორედ იმ მიზეზებით, რომლებიც ექსპერტებმა ჩამოთვალეს. ეს რუსეთის დესტაბილიზაციისა და სირიასა და ირანზე აშშ-ის სამხედრო თავდასხმის თავიდან ასარიდებლად პუტინის წარმატებული დიპლომატიის უგულებელჰყოფის იდეალური გეგმაა.

არსობრივად, თუ ვაშინგტონი მოახერხებს უკრაინაში გადატრიალების მოწყობას, მაშინ რუსეთის დამაბრკოლებელი როლი აშშ-ის მსოფლიო ჰეგემონიისთვის ლიკვიდირებული იქნება. დარჩება მხოლოდ ჩინეთი.

რა რეალური ვარიანტები არსებობს რუსეთისათვის? ნებისმიერ შემთხვევაში, გამოსარიცხია ვაშინგტონის მხრიდან რაიმე კეთილი ნების იდეა.

შესაძლოა რუსეთმა შეძლოს ამერიკული სცენარით მუშაობა. თუ რუსეთს აქვს უპილოტო საფრენი აპარატები, შეუძლია მათი გამოყენება ისე, როგორც აკეთებს ამას ვაშინგტონი - ანუ, საპროტესტო აქციების ლიდერების სალიკვიდაციოდ. ანდა შეუძლია გააგზავნოს სპეცნაზი რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი აგენტების გასანადგურებლად. თუ ევროკავშირი უკრაინის დესტაბილიზაციისთვის ხელის შეწყობას გააგრძელებს, რუსეთს შეუძლია ამერიკის მარიონეტ ევროპის ქვეყნებს გაზისა და ნავთობის მიწოდება შეუწყვიტოს.

ამასთან, რუსეთის ჯარებს შეუძლიათ დაიკავონ დასავლეთი უკრაინა იქამდე, ვიდრე მიიღწევა შეთანხმება უკრაინის  გაყოფის თაობაზე. თვალსაჩინოა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებლები ევროკავშირს რუსეთს ამჯობინებენ. ისიც კი შესაძლებელია, რომ ტვინგამორეცხილმა პერსონაჟებმა დასავლეთ უკრაინიდან შეწყვიტონ დორბლის ფრქვევა პირიდან, როცა მიხვდებიან, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ხელში აღმოჩენა უკრაინისათვის მხოლოდ გაჩანაგებას ნიშნავს, ისეთსავეს, როგორიც საბერძნეთსა და ლატვიაშია.