უცხოეთი
სოჭში ოლიმპიური თამაშები დასრულდა!

zarubeJom-3-Glსაქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 23 თებერვალს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა თომას ბახმა სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშები დახურულად გამოაცხადა. თამაშების დახურვის ცერემონია კვირას „ფიშტ“-ის სტადიონზე გაიართა. დახურვის ცერემონიაზე ორგანიზატორებმა გადაათამაშეს ფიფქის ეპიზოდი, ხოლო ოლიმპიურმა თილისმებმა დახურვის ცერემონია დააგვირგვინეს (იხ. ფოტოზე ქვემოთ).

 რუსეთის ნაკრებმა სოჭის ოლიპიადაზე რეკორდი დაამყარა როგორც მედალების, ისე ოქროს ჯილდოების რაოდენობით. ამასთან, მოხსნილი იქნა სსრკ-ს ნაკრების რეკორდი მედლების საერთო რაოდენობით, ხოლო ოქროს ედლების რაოდენობით - გამეორებული. სულ რუსებმა მოიპოვეს 33 მედალი: 13 ოქრო, 11 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

zarubeJom-3-1 zarubeJom-3-2