აქტუალური
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

viziti-akt-2-mtსაქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებში სამუშაო ვიზიტი დაიწყო.
ვიზიტის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ახლადშეძენილ შენობას ეწვია და დაათვალიერა. პრემიერმა საელჩოს შენობაში 31-ე ბატალიონის წევრი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტი ჯონი თოფურია დააჯილდოვა და მედალი "სამშობლოსთვის თავდადებული" გადასცა. 
სერჟანტი ჯონი თოფურია 2006-2007 წლებში ერაყში სამშვიდობო მისიაში მსახურობდა, ხოლო 2010 წლიდან - ავღანეთში. 2012 წლის 6 მარტს იგი პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქდა.

viziti-akt-2-1 viziti-akt-2-2