კიევში მომლაპარაკებლები კრიზისის დარეგულირების გეგმაზე შეთანხმდნენ
საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. კიევში მოლაპარაკების მონაწილენი კრიზისის დარეგულირების შეთანხმების პარაფირებაზე შეთახმდნენ. დოკუმენტს ხელი უნდა მოეწეროს 14:00 საათზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის -
ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაცია იუწყება.
„დასრულდა მოლაპარაკებები სახელმწიფოში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების თაობაზე, პრეზიდენტ იანუკოვიჩის, ოპოზიციის ლიდერების, ევროკავშირის წარმომადგენლებისა და რუსეთის მონაწილეობით. მხარეები კრიზისის დარეგულირების შეთანხმების პარაფირებაზე შეთანხმდნენ”, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში. მასშტაბური არეულობები კიევში 18 თებერვალს, უმაღლესი რადას სხდომის დღეს განახლდა. ოპოზიცია მმართველობის საპარლამენტო-საპრეზიდენტო ფორმის დაბრუნებასა და 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენას ითხოვდა. ბოლო მონაცემებით, არეულობებისას დაიღუპა 77 ადამიანი, ასობით კი დაშავდა.