შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის წევრები დააკავა

საქართველო, 21 თებერვალი,
საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემის კაპიტანი – აზერბაიჯანის მოქალაქე
ბაგაბარ ნ. და ეკიპაჟის წევრები: ინდოეთის – 3, აზერბაიჯანის – 4, უკრაინის – 2 და თურქეთის რესპუბლიკის 1 მოქალაქე დააკავეს.
გამოძიება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 322 პრიმა მუხლის 1 ნაწილით).