უცხოეთი
მათი მთავარი მიზანი „მოსკოვის მაიდანია“

1-cel-ucx-3საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ვალენტინ ლებედევი დარწმუნებულია, რომ გახშირებული ანტიეკლესიური აქციები პირდაპირი გზაა მოსკოვში პუტჩისკენ...

სულ უფრო ნათელი ხდება ის ფაქტი, რომ კიევი ფერადი გადატრიალებების შემოქმედთა საიერიშო გეოგრაფიაში დანიშნულების ბოლო პუნქტი როდია. ბოლო პუნქტი მოსკოვია, ესე იგი, რუსეთის დესტაბილიზაცია, დესუვერენიზაცია და ნგრევა. მოსკოვი რომ დანიშნულების ბოლო პუნქტია, რუსეთის დანგრევის თაობაზე გამართულ თათბირზეც იმსჯელეს „ნატოს მოსკოვური ბაზის“ ფარგლებში - კარნეგის ცენტრში, სადაც მაიდანიზმის ექსპორტის მიზნით შეიკრიბნენ.

ეს მხოლოდ პროპაგანდა როდია. მოსკოვის მაიდნისთვის მზადება ერთობ ენერგიულად და აგრესიულად მიმდინარეობს, თუმცა ბევრ მოსკოველს ამის დღემდე არ სჯერა და გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ კომფორტული დედაქალაქური ცხოვრება მუდმივად გაგრძელდება. მოსკოვის მაიდანის ორგანიზატორებიც ამით სარგებლობენ და  გარკვეული მიმართულებების თავხედ გამოსვლებს და აქციებს აწყობენ. „ფუსი რაიოტის“ ეშმაკეული გამოხტომები ქრისტეს ტაძარში მხოლოდ პრელუდია აღმოჩნდა. ხულიგნობისა და დივერსიის მიზნად გადაიქცა მოსკოვის ახალ რაიონებში მოქმედი და მშენებარე ტაძრებიც.

ასე მაგალითად, 16 იანვარს უცნობმა პირებმა კოსინო-უხტომსკში მშენებარე ტაძრის სამშენებლო მოედანი დაარბიეს, რის შემდეგაც რადიკალურ-ოპოზიციურმა ჯგუფმა, რომლის წევრებიც თავს ადგილობრივ მცხოვრებლებად ასაღებენ და მოსკოვის სხვადასხვა რაიონში ეკლესიების მშენებლობის წინააღმდეგი არიან, დაიწყეს პროვოკაციების მოწყობა წმინდა პატრიარქ ერმოგენეს დიდი ტაძრის მშენებლობის ჩასაშლელად გოლიანოვოში და ასევე, უკვე მოქმედი დროებითი ხის ეკლესიის ასაღებად. თავის ბლოგებში „მოსკოვის მაიდანის“ ადეპტები, რომლებსაც მიზანში ამოუღიათ ჩვენი სიწმინდეები,მოუწოდებენ, ცეცხლი წაუკიდონ წმინდა ერმოგენეს ტაძარს „ახლა და აქ“, ხოლო ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში დედაქალაქში მაცხოვრის ტაძარში შეჭრით იმუქრებიან. ეს ძალიან ლოგიკური დასასრულია პერფორმანსის, რომელიც 2 წლის წინ ხსენებულმა მკრეხელებმა წარმოადგინეს.

„მოსკოვის მაიდნისთვის“იდეოლოგიური მზადება თანმიმდევრულად მიმდინარეობს - მისი მომხრეები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ დედაქალაქის ჰუმანიტარულ პოლიტიკაზე და მოსკოვის ახალ რაიონებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 200 ტაძრის აშენების საპატრიარქოსეული პროგრამის ჩაშლაზე მუშაობენ.

კიევში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები, სადაც ნაცისტური ძალები ხელისუფლებისკენ ისწრაფვიან, რათა უკრაინის რუსი მართლმადიდებელი უმრავლესობა დაარბიონ, ნათლად მოწმობს იმას, რომ ამ არსობრივად ისტორიული რუსეთისთვის გამოცხადებულ ომში აუცილებელია ჩანასახშივე განადგურდეს ყველა ანტინაციონალური ძალა, რომელიც დღეს აშკარად და დაუსჯელად თარეშობს.