უცხოეთი
მერკელმა და პუტინმა უკრაინაში კრიზისის დესკალაციისთვის ხელის შეწყობაზე მოილაპარაკეს

1-merkel-putin-ucx-2საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. გერმანიისა და რუსეთის ლიდერებმა მოილაპარაკეს, ყველა ძალისხმევა მიმართონ იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ ძალადობის ესკალაცია უკრაინაში. ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები მჭიდრო კავშირს იქონიებენ რუსეთთან უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებით.

გფრ-ის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმოილაპარაკეს, რომ ყველა ღონეს მიმართავენ, რათა თავიდან აიცილონ ძალადობის შემდგომი ესკალაცია უკრაინაში. ამის შესახებ ფედერალურმა კანცლერმა 19 თებერვალს პარიზში, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

მერკელის თქმით, მან ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს იმის შესახებ, რო საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 20 თებერვალს კიევში ჩასვლას გეგმავენ. „გადავწყვიტეთ, ძალიან მჭიდრო კავშირი ვიქონიოთ რუსეთთან“, - განაცხადა გფრ-ის კანცლერმა საფრანგეთში ვიზიტისას კულუარებში.