როდესაც ოლიგარქები პოლიტიკაში მოდიან და საკუთარ ბექგრაუნდს ივიწყებენ (ანუ იმას, რომ ოლიგარქები არიან), ისინი ცუდად ამთავრებენ - როგორც ტიმოშენკო და ხოდორკოვსკი, ან ძალიან ცუდად - როგორც პატარკაციშვილი და ბერეზოვსკი. ივანიშვილმა ეს იცის, ამიტომაც წავიდა პოლიტიკიდან ერთი წლის შემდეგ. სამაგიეროდ, არ იცის იანუკოვიჩმა, რომელმაც ხელისუფლებაში მოიყვანა ნეოფაშისტები კლიჩკო-იაცენიუკი-ტიაგნიბოკი, როგორც შევარდნაძემ - ნაციონალები სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძე.
უკრაინა 2014 წელს თავის ტერიტორიებს დაკარგავს, როგორც საქართველომ დაკარგა შევარდნაძე-სააკაშვილის მმართველობის დროს. უკრაინას სისხლით გახლეჩენ ორად - დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინად, ისევე როგორც საქართველოს სისხლით მოაგლიჯეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შევარდნაძემ და სააკაშვილმა 1992 და 2008 წლებში. დასავლეთ უკრაინას ნატოში და ევროკავშირში მიიღებენ, ისევე როგორც საქართველოს - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ასევე სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და სამეგრელოს გარეშე. დიახ, უკრაინის ორად გახლეჩის და ამით პუტინისთვის სამაგიეროს გადახდის შემდეგ თბილიში ნიუ-იორკიდან სააკაშვილი დაბრუნდება, მერაბიშვილს ციხიდან გამოუშვებს და აქ “ევრომაიდან 2”-ს მოაწყობს, რის შემდეგაც საქართველოს დაქუცმაცება გაგრძელდება. ზემოთ ჩამოთვლილი რეგიონების გარდა საქართველოს აჭარაც მოწყდება, რომელიც თურქეთს გადაეცემა.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
20.02.2014
საქართველო, თბილისი
![]() |