აქტუალური
ბობოხიძე ცაგარეიშვილს: „ძალიან მაინტერესებს, ახლა რომ აგყვე, მერე რა მოხდება, შე დუქნის ლომო, შენ!“

1-boTli-akt-1საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო კოდექსის განხილვის დროს, საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები გიორგი ცაგარეიშვილი და კაკ ბობოხიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ცაგარეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი არჩევნების გაყალბებაში დასდო, რის შემდეგაც სიტყვით აკაკი ბობოხიძე გამოვიდა და განაცხადა:

პირდაპირ ჩვენ თვალწინ სერიოზული პროცესი მიდის, გია ცაგარეიშვილი აშკარად კაცდება, ადრე თუ ცრემლები მოსდიოდა ასეთი ტირადის წარმოთქმის დროს, ახლა უკვე უცრემლოდ ლაპარაკობს".

დავით უსუფაშვილის მოთხოვნით ბობოხიძეს მიკროფონი გაუთიშეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ცაგარეიშვილს მოუწოდა, დარბაზი დაეტოვებინა, ხოლო ბობოხიძეს კანონპროექტზე ესაუბრა:

ცაგარეიშვილი კანონპროექტებზე ლაპარაკობდა წეღან? - იკითხა ბობოხიძემ, რასაც ცაგარეიშვილის რეპლიკა მოჰყვა და უმცირესობის წევრმა ტრიბუნიდან გააგრძელა: ძალიან მაინტერესებს, ახლა რომ აგყვე, მერე რა მოხდება, შე დუქნის ლომო, შენ!“ საპასუხოდ ცაგარეიშვილმა მას წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი ესროლა.

დავით უსუფაშვილის მოთხოვნით გიორგი ცაგარეიშვილს და აკაკი ბობოხიძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.