უცხოეთი
უკრაინის შსს-მ დააკავა მკვლელი მოზარდების ბანდა „ევრომაიდნიდან“

1-banda-zar-1საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორი. უკრაინის მილიციამ ორი სასტიკი მკვლელობა და ოთხი ყაჩაღური თავდასხმა გახსნა, რომლებიც საპროტესტო აქციების მონაწილეთაგან შემდგარმა ბანდამ ჩაიდინა. „ევრომაიდნის“ არასრულწლოვანი აქტივისტები შიშის ზარს სცემდნენ მთელ ქალაქს, რადგან მოქალაქეები ფიქრობდნენ, რომ ეს მანიაკის ნამოქმედარი იყო.

როგორც ჩერნიგოვის ოლქის მილიციის უფროსმა ალექსანდრ მიხაილიკმა განაცხადა, ოპერატიულმა მუშაკებმა დააკავეს ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც ორი მკვლელობა და რიგი სხვა დანაშაულები ჩაიდინეს ქალაქის ტერიტორიაზე.

მან აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩერნიგოვში გავრცელდა ხმები, თითქოს ქალაქში მანიაკი გამოჩნდა. თუმცა, საოლქო მილიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მკვლელობა არასრულწლოვანებმა ჩაიდინეს, რომელთაგან ყველაზე უფროსი 17 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი - 13-ის. სამი მათგანი დაკავებულია, ოთხი კი მილიციამ არ დააკავა მეტისმეტად ნორჩი ასაკის გამო.

მოზარდებს ბრალი ედებათ არა მარტო მკვლელობაში, არამედ ოთხ ყაჩაღურ თავდასხმაშიც, მათ შორის ადგილობრივ ჟურნალისტ ალექსანდრ იასენჩუკზე. დაკავებულებს ჩამოართვეს მკვლელობის იარაღი და დაზარალებულთა კუთვნილი ნივთები.

მოზარდები აქტიურად მოქმედებდნენ ე.წ. „ევრომაიდნებზე“ კიევსა და ჩერნიგოვში. ბოლოჯერ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მათ უშუალოდ დაკავების წინ მიიღეს. დაკავებულთა განმარტებით, ისინი დანაშაულს იმის დასამტკიცებლად სჩადიოდნენ, რომ შინაგან საქმეთა ორგანოებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარი არ შესწევთ.