საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთთან დაახლოების მომხრეთა რიცხვი იზრდება ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში - მოლდოვაში.
არა, არ შეიძლება ითქვას, რომ მთელ მოლდოვას ერთხმად უნდა საბაჟო კავშირში. ევროიტეგრაციის მომხრეთა რიკხვი რესპუბლიკაში ჯეო კიდევ დიდია - 44,3%. თუმცა ოთხი წლის წინ ასეთი 55% იყო. თანაც კლება დაფიქსირებულია არა რომელიღაც “კრემლის აგენტების” მიერ - სავსებით ევროორიენტირებული სოციოლოგების მიერ.
თავად კვლევითი პროექტის სახელწოდებაა “მოლდოვაში ევროპული დიალოგის გაფართოება” და ის ევროპული ორგანიზაციის დაკვეთით ხორციელდებოდა.
და რა გამოვიდა? რესპონდენტთა 44,3%-მა ევროკავშირი აირჩია, 40,4%-მა - საბაჟო კავშირი, 4% ჯერ ვერ გარკვეულა. სამპროცენტიანი ცდომილების გათვალისწინებით გამოდის, რომ ევროინტეგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რიცხვი მოლდოვაში თანაბარია. არადა, 2009 წელს მოქალაქეთა 55%-მა ევროკავშირი აირჩია და მხოლოდ 30%-მა - საბაჟო კავშირი. ამასთან, შეკითხვის იმ ვარიანტში, რომელიც ევროკავშირთან და საბაჟო კავშირთან ერთდროულად თანამშრომლობას უშვებს, 31,8%-მა ევროპა აირჩია, 35,9%-მა - საბაჟო კავშირი, ხოლო რესპონდენტთა 25% დასავლეთთან და აღმოსავლეთთან თანამშრომლობის შეთავსებას ამჯობინებდა. ამასთან, გამოკითხულთა მესამედზე მეტი (35%) ვარაუდობს, რომ მოლდოვას ევროკავშირთან თანამშრომლობა ევროკავშირის ინტერესებს უფრო შეესაბამება, ვიდრე მოლდოვასი.
და კიდევ: გამოკითხულთა 42,6%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირი მოლდოვას აღიქვამს, როგორც მეორეხარისხოვან პარტნიორს, რამდენადაც მას უნებისყოფო (45%), სუსტ (82%), დამოკიდებულ (46%) და არადემოკრატიულ (34%) სახელმწიფოდ მიიჩნევს. 23%-ით შემცირდა მათი რაოდენობა, ვისაც ევროკავშირის პროექტი “აღმოსავლეთ პარტნიორობა” ურთიერთნდობაზე დაფუძნებულად მიაჩნია; 42% ვარაუდობს, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” ლაპარაკი მეტია, ვიდრე ქმედებები; 33% ევროკავშირთან დაახლოების დაბალ ტემპზე მიუთითებს.
http://vz.ru/world/2014/2/17/672991.html