პოლიტიკა
ლაშა ამირეჯიბი: “შესაძლოა სამცხე-ჯავახეთში ვითარება დაიძაბოს”

1-LaSa-polit-1საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ბოლო პერიოდში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურიდან 36 ეთნიკური სომეხი გაათავისუფლეს, მათ ადგილას კი 35 ქართველი და 1 ეთნიკურად სომეხი დანიშნეს. ამის შესახებ „სახალხო კრების“ წევრმა ლაშა ამირეჯიბმა განაცხადა.

ეს ადამიანები გამოუშვეს პოლიციიდან, საგადასახადოდან, სახანძროდან და კიდევ სხვა სამსახურებიდან. მოტივი რა იყო მათი გათავისუფლების, არ ვიცი, თუმცა ის ვიცი, რომ დავალება ამის შესახებ ცენტრიდან, ანუ თბილისიდან, არ მიუღიათ“, - განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ლაშა ამირეჯიბმა.

იგი არ გამორიცხავს, რომ ეს შესაძლოა რეგიონში მდგომარეობის დაძაბვის მიზეზი გახდეს: ეს არის პოლიტიკური საბოტაჟი და ამას „ოცნებაში“ შემოპარული ის „ნაციონალები“ აკეთებენ, რომლებიც დღეს „ოცნების“ სხვადასხვა ჯგუფში არიან მოკალათებული. სამცხე-ჯავახეთი სათუთი რეგიონია და ასე მოქცევა არ შეიძლება“, - აღნიშნა ამირეჯიბმა.