პრემიერ-მინისტრის ინიციატივა საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით
საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის ინიციატივით, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერი 50%-მდე გაიზარდოს.
პრემიერის გადაწყვეტილებით, ყველა თვითმმართველ ქალაქში მერები პირდაპირი გზით სწორედ 50%-იანი ბარიერით აირჩევიან.
ასევე, ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევაც
50%-იანი ბარიერის გადალახვის გზით მოხდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა და კოალიცია აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე დაითანხმა.