აქტუალური
მარტინ ლინდსტრომი საქართველოში ორდღიან სემინარს ჩაატარებს

martin_lindstromInternational Training Centre-ის ინიციატივით, 13–14 დეკემბერს საქართველოს მსოფლიოში აღიარებული მარკეტინგის სპეციალისტი, სახალხო ტრენერი და ბიზნეს მრჩეველი, მარტინ ლინდსტრომი ეწვევა. ლინდსტრომი ჩაატარებს ლექცია-სემინარს თემაზე, ნეირომარკეტინგი – ბრენდი და მარკეტინგული სტრატეგია.

ტრეინინგზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, დაინტერესების შემთხვევაში, ქართულ ბაზარზე მოქმედ აბსოლუტურად ყველა კომპანიას მიეცემა. ტრეინინგი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს და 13 დეკემბერს, 18 საათზე, მონაწილეთა სერთიფიცირების ცერემონიალით დასრულდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ International Training Centre, სემინარის გარდა, ქართულ კომპანიებს კიდევ ერთ უპრეცედენტო სერვისს სთავაზობს – კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, მათ ორგანიზაციასა და მარკეტინგულ სტრატეგიაზე მორგებული ბიზნეს კონსულტაცია დაუკვეთოს და მიიღოს. შეგახსენებთ, რომ წარმოშობით დანიელი მარტინ ლინდსტრომი დღეს ისეთი კომპანიების უცვლელი და სანდო მრჩეველია, როგორიცაა: Microsoft Corporation, Coca-Cola, Nestle, McDonald`s, Nokia, The Walt Disney Company, American Express, PepsiCo, Yellow Pages P&G და სხვ.