უცხოეთი
იუგოსლავიაში ხალხს სამუშაო ჰქონდა. ახლა ის არა აქვს შრომისუნარიანი მოსახლეობის 46 პროცენტს. ამიტომ, როცა ტუზლაში - ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მეორე ქალაქში 5 კერძო საწარმო დაიხურა, მთელი ქვეყანა აბობოქრდა.
„მთავარი პრობლემა არის პოლიტიკოსების უუნარობაა, მართონ სახელმწიფო. ასევე, დიდი მასშტაბების კორუფცია და ფარისეველი ხელისუფლება. პირველ პლანზე ახლა არა მიზეზს, არამედ შედეგს აყენებენ.
შედეგი კი ნგრევაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში სარაევოში არ გახსნილა არც ერთი სერიოზული საწარმო. თუ რამე ახალია, ესე იგი, მაღაზია, ბანკი ან სასტუმროა.