უცხოეთი
საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. გაერო აგრძელებს იდეოლოგიური იერიშების განხორციელებას კათოლიკურ ეკლესიაზე. გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტი ეკლესიისგან მოითხოვს მოძღვრებების გადახედვას აბორტების, კონტრაცეფციისა და ჰოოსექსუალიზმის საკითხებში.
პეტ ბაკლიმ, ჯერ დაუბადებელი ბავშვების უფლებების დამცველი საზოგადოების წარმომადგენელმა ჟენევაში, განაცხადა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტი კათოლიკური მოძღვრების შეცვლას ითხოვს. „ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციაში არ არსებობს არაფერი, რაც კათოლიკური ეკლესიისგან მოითხოვს აბორტის, კონტრაცეფციის ანდა ჰომოსექსუალიზმის აღიარებას“, - განაცხადა ბაკლიმ. - ეკლესიამ, - ნათქვამია მოხსენებაში, - უნდა განსაზღვროს ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც აბორტი დაშვებული უნდა იქნეს. ამისათვის კი აუცილებელია ყველა ბარიერისა და ტაბუს დაძლევა, რომლებიც გარს ახვევია მოზარდებს სექსის საკითხში.