უცხოეთი
დასავლეთის ტელევიზია: ტვინის გამორეცხვა ბავშვობიდან იწყება

promivkaსაქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. ძალიან ხშიარდ გვსმენია მითი დასავლეთის ქვეყნებში სიტყვის სრული თავისუფლების შესახებ. რეალობაში არაფერი ამდაგვარი არ არსებობს. არის ერთი, ოფიციალური მოსაზრება, რომელსაც ყველა ეკრანიდან, გაზეთიდან და რადიოდან ახვევენ თავს ადამიანებს. არსებობს თუ არა სხვა თვალსაზრისი? რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მას არ აჩვენებენ, მასზე არ ლაპარაკობენ და არც გადმოსცემენ.

თუმცა, არსებობს ისეთი რაღაცებიც, რის შესახებ ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენა არა აქვთ, თუმცა, ე.წ. ცივილიზებულ სამყაროში ეს უკვე რეალობაა. ტვინის გამორეცხვა საჭირო მიმართულებით სრულებით აშკარად და პირდაპირ ადრეული ასაკიდან იწყება.

გერმანიაში არსებობს საბავშვო სატელევიზიო არხი Kika, რომელზეც მულტფილმებს აჩვენებენ. ეს არხი გერმანიის პირველი და მეორე საზოგადოებრივი არხის მფლობელობაშია, ანუ უშუალოდ გერმანიის მოსახლეობისგან ფინანსდება. როგორც ყველა საზოგადოებრივი არხი, kika-ც დიდ ყურადღებას უთმობს მოსახლეობის, მოცემულ შემთხვევაში უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვების განათლებას, რისთვისაც არხს აქვს თავისი ახალი ამბების გამოშვება - პროგრამა Logo.

პროგრამა ხშირად ჰყვება ამბებს რუსეთზე და მომენტს არ უშვებს, პუტინს დიქტატორი არ უწოდოს, და ასევე არ მოიხსენიოს სისხლიან რეჟიმთან უკომპრომისო მებრძოლები: ნავალნი, Pussy Riot-ი, თეთრლენტიანები ანდა ჰომოსექსუალები.

მაგალითად, პატარა მაყურებლებმა ხსენებული პროგრამიდან ბევრი რამ შეიტყვეს სოჭის ოლიმპიადაზე.

მორიგი ულუფის შინაარსი ასეთი იყო:

ქალაქი სოჭი რუსეთში მდებარეობს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველთვის როდი იცავს ადამიანის უფლებებს თავის ქვეყანაში.

ბევრი კრიტიკოსი ამბობს: „პუტინის მოწინააღმდეგეებს არ შეუძლიათ თავისუფლად გამოთქვან თავისი აზრი, ხოლო თუ ამას აკეთებენ, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ ცუდად მოეპყრობიან. ზოგჯერ მათ ციხეშიც სვამენ“.

სხვებს არ მოსწონთ, როგორ ექცევიან რუსეთში ჰომოსექსუალებს - მამაკაცებს, რომლებსაც მამაკაცები უყვართ და ქალებს, რომლებსაც ქალები უყვართ. ვლადიმერ პუტინი და მრავალი სხვა ადამიანი ამ ქვეყანაში თვლიან, რომ ეს არანორმალურია.

ჰომოსექსუალებს რუსეთში ქორწინება ეკრძალებათ, იქ საჯაროდ დადებითად ვერც ისაუბრებ ჰომოსექსუალებზე. ვინც ამას გააკეთებს, დაისჯება. ამ ყველაფრის უკან კი ვლადიმერ პუტინი დგას.