პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი პარტია “თავისუფალი დემოკრატების” დაფუძნებიდან 5 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

partia-polit-2-mtavსაქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. “5 წლის წინ ამ დღეს ქართული საზოგადოების წინაშე წარდგა თანამოაზრეთა გუნდი, რომელმაც პოლიტიკაში შესვლის განაცხადი გააკეთა. 5 წლის წინ, როცა სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე პიკს აღწევდა, თქვენ გაბედეთ და გაემიჯნეთ ხელისუფლებას.  მაშინ თქვენმა გამოჩენამ საზოგადოებას ცვლილებების მოლოდინი გაუჩინა, რადგან ამ გუნდში ძირითადად თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებმაც უარი თქვეს სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, უარი თქვეს დიპლომატის საპატიო თანამდებობაზე და ქვეყნის ინტერესი ყველაფერზე წინ დააყენეს“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა და “თავისუფალ დემოკრატებს” საერთო მიზნების მიღწევაში წარმატება უსურვა.

ღონისძიება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დაესწრნენ, ლევან მიქელაძის ხსოვნას მიეძღვნა.

“სახელმწიფოს ინტერესები,  დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება იყო ის იდეალები, რამაც თქვენ გაგაერთიანათ და ამას სათავეში ლევან მიქელაძე ედგა“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

partia-polit-2-qvem