აქტუალური
რიჩარდ ნორლანდი: „ქართველ სამხედროებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ოპერაციებშიც“

1-akt-3-norlandსაქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. ქართველ სამხედროებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა არა მხოლოდ ნატოს მიერ მართულ ოპერაციებში, არამედ ევროკავშირის ოპერაციებშიც, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა.

"ქართველი სამხედროები ამჟამად ბევრად მაღალ დონეზე არიან და მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა არა მხოლოდ ნატოს მიერ მართულ ოპერაციებში, არამედ ევროკავშირის ოპერაციებშიც, მაგალითად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ქართველი სამხედროები აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც შეიძლება მათ წინაშე იყოს წარმოდგენილი", - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

ამასთან, რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და გაწეული ღვაწლის გამო შეერთებული შტატები მას აფასებს.