რედაქტორისგან
„ჰკითხე შენს თავს, ის როგორ გიყვარს და მიხვდები, თუ როგორ უყვარხარ მას“. მე არ მინდა, ოქროს საბელით წამიყვანონ ბაბილონში! ჯერჯერობით ჩემში კიდევ ცოცხალია ის დვრიტა, რომელმაც აქამდე მომიყვანა! - რეზო ამაშუკელი არნო ხიდირბეგიშვილს ესაუბრა

rezo-mtსაქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. არნო ხიდირბეგიშვილი: “არ გაგიკვირდეთ, პატივცემულო მკითხველებო, რომ დღეს თქვენ წინაშე უჩვეულო ამპლუაში წარვდექი - ეს არც წერილია და არც ინტერვიუ, მე უბრალოდ ვესაუბრები ცნობილ ქართველ პოეტს და საზოგადო მოღვაწეს რეზო ამაშუკელს, ჩვენ წინ კი საქინფორმის ჟურნალისტი ზის, რომელიც ამ საუბარს იწერს.

შემთხვევით არ გამომიტოვებია სიტყვა “სტუმრად” - საქმე ის არის, რომ რეზო ამაშუკელთან ოც წელზე მეტია მეგობრობა მაკავშირებს და პოეტი, რომლის ტიტულების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, და არც არის საჭირო, მე თავისი ოჯახის წევრს მიწოდებს.

მე ვესაუბრები ადამიანს, რომლის სახელი საქართველოში ყველამ იცის და რომელიც ჩვენთან სიტყვასთან “ქალაქელ ასოცირდება, რადგან ის - ერთ-ერთია ტფილისური ქალაქური ტრადიციების, ჭეშმარიტი ქართველისთვის დამახასიათებელი ღირსების კოდექსის და რაინდობის მცირერიცხოვან მატარებელთაგან, რომლებიც საქართველოში შემორჩნენ. სხვათაშორის, “რაინდის” ტიტული მას საფრანგეთში მიანიჭეს, სადაც კარგად იცნობენ და პატივს სცემენ - მისი შემოქმედებითი საღამოები მსოფლიოს კულტურულ დედაქალაქში - პარიზში - ამისი საუკეთესო დადასტურებაა.

 სამწუხაროდ, უფლის მიერ ხელდასხმულ პოეტთან პოეზიაზე არ ვისაუბრებთ - როცა საქართველოს გაუჭირდა, მან თავი სამშობლოსთვის გადადო, როგორც მაიაკოვსკი იტყოდა, კალამი ხიშტს გაუთანაბრა.

მითი ამაშუკელზე, როგორც მარგინალსა და უკიდურეს მაქსიმალისტზე,  საქართველოს მტრების შექმნილია, რომელთა მიმართ ის დაუნდობელია. რეზოსთან მრავალწლიანი ძმური მეგობრობა, რომელიც არცერთხელ არაფერს დაუჩრდილავს, მავალდებულებს, დღეს ეს სიტყვები ვთქვა და, როგორც დღეს მოდურია თქმა, განვახორციელო ეს პროექტი. არ ვიცი - გახდება თუ არა ჩვენი დღევანდელი საუბარი პირველი სერიიდან “საუბრები ვაკეში”, მოისურვებს თუ არა ამაშუკელი უკვე წასული მოღვაწეების ჩრდილების შეწუხებას, თუ თანამედროვეებით შემოიფარგლება, ეს მისი გადასაწყვეტია. სამაგიეროდ, ვიცი, რომ ჩემთან ბოლომდე გულახდილი რეზო - უაღრესად კეთილი ადამიანია, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს სიცოცხლე მთელი მისი მრავალფეროვნებით.

ჩემს უფროს მეგობარს შეუძლია ადამიანს სისუსტე აპატიოს, მეტიც - პირველი თვითონ გაუწვდის დახმარების ხელს. ერთადერთი, რასაც ის არასოდეს აპატიებს ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი - ეს არის ღალატი, სიყვარულის ღალატი, საქართველოს ღალატი - მისი ხატის, რომელზეც მთელი სიცოცხლე ლოცულობს!

მაშ ასე, 15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულს,  მე ვესაუბრები საქართველოზე დიდოსტატს, რომლის ხმითაც დღეს ჩვენი წინაპრები გველაპარაკებიან - დიდი ქართვველი პოეტები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და ზეციურ სამყოფელში ცოტა ხნის წინ გადასახლებული ჭაბუა ამირეჯიბი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ხმამაღლა ღაღადებდა - “ჭკუით, ქართველებო!”.

rezo-1

რეზო ამაშუკელი: „ყველა ტელეკომპანია კიწმარიშვილის მიერ გამოზრდილი გომბიოებით არის სავსე! ზოგს ყბები გაუსივდა, ზოგი სიბერეში შედის, უკვე აღარ იციან, რა გააკეთონ - არანაირი მაკიაჟი აღარ შველით. ერთ-ერთი მათგანია ნანუკა ჟორჟოლიანი“

 ორი სიტყვა უნდა ვთქვა „ტაბულაზე“: ერი, რომელიც ამ ტელეკომპანიას მოითმენს, ჯანსაღი არ არის! ვიღაცამ შეიძლება თქვას, თუ არ მოგწონს, აიღე და სხვა არხზე გადართეო. მე კი გადავრთავ, მაგრამ ამ ყველაფერს ახალგაზრდები უყურებენ, რომელთაც შესაძლოა არ გადართონ - ეს ყოველივე 25-ე კადრის ეფექტით მუშაობს, იგი წვეთებით გროვდება და შემდეგ ადამიანის ფსიქიკაში ჯდება!

გარდა ამისა, საკითხავია კიდევ ის, თუ რომელ არხზე უნდა გადავრთოთ, მაშინ, როდესაც ყველა ტელეკომპანია კიწმარიშვილის მიერ გამოზრდილი გომბიოებით არის სავსე?! ზოგს ყბები გაუსივდა, ზოგი სიბერეში შედის, უკვე აღარ იციან, რა გააკეთონ - არანაირი მაკიაჟი აღარ შველით. ერთერთი მათგანია ნანუკა ჟორჟოლიანი. რუსებს ერთი კარგი გამოთქმა აქვთ - „курам на смех», ეს სწორედ ჟორჟოლიანზეა. რა უნდა ჩაიცვას და რა უნდა მოიგონოს ამ დედაკაცმა, რომ  საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს?! ცალკე თემაა ის, თუ ვინ და რატომ აფინანსებს მის გადაცემებს… ამ ტელევიზიებს და გაზეთების თითქმის უმრავლესობა არის შანტაჟის საშუალება, რომელიც საბოტაჟის საწყისი ფორმაა!

რეზო ამაშუკელი: „ამასწინათ ერთ-ერთ ახალი ტელეკომპანიის  „ტვ 11“-ის ეთერში გამოდიოდა ვიღაც ტუტუცი გოგო, რომელიც სარკაზმით ღადაობდა ოჯახზე, რომელიც არის ქართული სახელმწიფოს და ერის უჯრედი, მარცვალი...“

რადგან ტელევიზიას შევეხე, მინდა გითხრათ, რომ ძირითად დროს სახლში ვატარებ. წიგნები, რაც ჩემს დროს იყო და მაინტერესებდა, წაკითხული მაქვს, ეხლა ბაკურ სულაკაურის გამოცემულ წიგნებს და სისულელეებს არ წავიკითხავ, რათა ეს ბებერი ტვინი არ დავანაგვიანო... ამიტომ იძულებული ვარ, ხანდახან ვუყურო ტელევიზორს. ის, რასაც ყოველ დღე ჩვენს ქართულ ტელეარხებზე ვხედავთ, არის საშინელება!

ამასწინათ ერთ-ერთი ახალი ტელეკომპანიის  „ტვ 11“-ის ეთერში გამოდიოდა ვიღაც ტუტუცი გოგო, რომელიც სარკაზმით ღადაობდა (ბოდიში სლენგისთვის) და დაცინვით ლაპარაკობდა ოჯახზე, რომელიც არის ქართული სახელმწიფოს და ერის უჯრედი, მარცვალი... ამაზე იცით, რატომ გავამახვილე ყურადღება? - ეს სიმპტომია, რომელსაც ქართული ცნობიერება გადაშენებამდე მიჰყავს! ის გზა, რომელზეც ჩვენი დაყენება სურთ, ტაძრამდე არ მიგვიყვანს!

რეზო ამაშუკელი: „ადრე რესტორანში უცხოელებს რომ დავინახავდი, სუფრაზე შამპანურს და ტკბილეულს ვაგზავნიდი პატივისცემის ნიშნად. ახლა კი, როდესაც უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანს ვხედავ, მგონია, რომ პედერასტია!“

ადრე რესტორანში უცხოელებს რომ დავინახავდი, სუფრაზე შამპანურს და ტკბილეულს ვაგზავნიდი ხოლმე პატივისცემის ნიშნად. ახლა კი, როდესაც უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანს ვხედავ, მგონია, რომ პედერასტია (ბოდიშს ვიხდი თქვენთანაც და მკითხველთანაც)! დასავლეთი იმდენად ასოცირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ამ მანქურთებთან, რომ მათ მიმართ ზიზღი გამიჩნდა!

მე ადრე ამერიკანისტი ვიყავი და დღესაც კლასიკური ჯაზის მოყვარული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა დავკარგე, დღესაც ხშირად ვუკრავ. დიუკ ელინგტონთან მაქვს დაკრული ოთხ ხელში და ბობ დილანი ჩემი სტუმარი იყო. კონიაკი მაქვს დალეული ჯონ სტეიბეკთან, ზეპირად ვიცი ფოლკნერი, რომელზეც წარმოდგენაც არა აქვთ, დღეს ხომ არავინ არაფერს კითხულობს... დასავლური კულტურაც კარგად ვიცი და ამიტომ არ ვარ წინააღმდეგი, რომ ევროპული გზით ვიაროთ, მაგრამ, მე ევროპელი ვერაფერს მასწავლის. ევროპელი უნდა დაჯდეს და ტრენინგები და მასტერკლასები, როგორც ესენი ეძახიან, უნდა გაიაროს ქართველ გლეხთან იმის შესახებ თუ რა არის ზნეობა, მორალი და კულტურა! ჩვენ ვერ აგვთქვეფენ უზნეობაში! დაანებონ ჩემს ზნეობრივ რეგისტრებს და სულიერებას თავი!

როცა ჩემს ქვეყანაში ლიბერალური, დემოკრატიის დროშის ქვეშ შეფარებული უფლკბადამცველები  მოგვიწოდებენ ვიღაცების უფლებების დაცვას - ეს მეტისმეტია! ტოლერანტობას ქართელებს ვერავინ გვასწავლის, ვერც ამერიკელი და ვერც ევროპელი! ვერავინ დამიმტკიცებს, რომ მთელი დედამიწის ზურგზე, სადმე ერთი „სეკუნდი“ მაინც იყოს ის დემოკრატია, რომელზეც ესენი ღაღადებენ - ტყუილია ეს ყველაფერი! მაგრამ ლამაზი ტყუილია, რომლისაც ადამიანებს სჯერათ... მოვუწოდებ იმ ელჩებს, რომელნიც საკუთარ თავს ჩვენს მეგობრებად თვლიან - დაგვანებონ თავი და ნუ გვკარნახობენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ! გარყვნილებამ დაანგრია რომი და ასევე დაინგრევა დასავლეთი, რომელსაც საქართელოს ჩათრევაც უნდა! მე არ მინდა, ოქროს საბელით წამიყვანონ ბაბილონში! ჯერჯერობით ჩემში კიდევ ცოცხალია ის დვრიტა, რომელმაც აქამდე მომიყვანა!

რეზო ამაშუკელი: „გამოიძიონ, თუ რით ფინანსდება და რა მიზნებს ემსახურება ის ორი ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ლიბერალურ ღირებულებებს ქადაგებენ!“

ახალგაზრდების ის რამდენიმე  თაობა, რომელიც სააკაშვილმა საქართელოს მოჰპარა, უნდათ, რომ ტაძრიდან გაიყვანონ და გააქციონ. სანამ სხვა რამეზე ვისაუბრებდე, როგორც რიგითი მოქალაქე, კატეგორიულად ვითხოვ, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ და თუ არსებობს, უშიშროების საბჭომ გამოიძიონ, თუ რით ფინანსდება და რა მიზნებს ემსახურება ის ორი ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომლებიც ლიბერალურ ღირებულებებს ქადაგებენ! სწორედ ამ არასამთავრობოებმა  საქართელოს ეროვნულ ღირებულებებს ძირი გამოუთხარეს! მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ის, რაზეც ჩვენი მენტალიტეტი არის აგებული, გააცამტვერონ!

ჩვენი სულიერი ფენები ნელ-ნელა იკარგება და იშლება, იმიტომ, რომ მოდის ნალექი, ახალგაზრდობის ნალექი, რომელსაც არაფერი აინტერესებს, ისინი ცარიელები არიან, არაფერს კითხულობენ! და თუ რამდენიმე ახალგაზრდა გამოიჩენს თავს და რაღაცას ისწავლის, ეს მხოლოდ მათი ნიჭიერების ბრალია, და არა სახელმწიფოსი, რომელიც უნდა ეცადოს - იმ გენეტიკურ შესაძლებლობებს, იმ ნიჭიერებას, რაც ჩვენში დევს, როგორც ნაყოფში კურკა და ნიჟარაში მარგალიტი, გაუფრთხილდეს და განავითაროს. აი, ამას არ იყენებს ქართველი...

რეზო ამაშუკელი: „დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილს პატრიარქისადმი სიყვარულის გარდა  არაფერი ალაპარაკებდა!“

სხვადასხვა ძალების მხრიდან ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა თავდასხმები ქართულ ეკლესიაზე - მის გარშემო მგლებივით ტრიალებენ და ტურებივით წკავწკავებენ, მაგრამ არაფერ გამოუვათ! აქვე მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი ისეთი ინტერპრეტაციით დატრიალდა, თითქოს იგი სასულიერო პირების წინაღმდეგ არის განწყობილი.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილს პატრიარქისადმი სიყვარულის გარდა  არაფერი ალაპარაკებდა! ამ უმცირესობებს  ივანიშვილის პრესკონფერენციიდან მხოლოდ ის მოეწონათ, რომ მან გარკვეული შენიშვნები გამოთქვა ეკლესიის მისამართით - აი, ეს არის ტესტი!

რეზო ამაშუკელი: „ის ხალხი, რომელიც ადრე ბანკომატებთან იყო ჩამწკრივებული, დღეს ჩუმად არის და ამ კაცის დასაცავად ხმას არავინ იღებს?!“

ფრანგებს აქვთ გენიალური ფორმულა: კითხე შენს თავს, ის როგორ გიყვარს და მიხვდები, თუ როგორ უყვარხარ მას“ კარგად იცით, რომ მე ვერავინ მიყიდის და ვერავინ დამაბრალებს იმას, რომ ვინმეს „წითელი კოჭი გავუგორე“, მაგრამ იმ კაცის მიმართ, რომელმაც მინიმუმ 30-წლიანი “კონცლაგერიდან” იხსნა ქართველი ერი და ფაქტობრივად ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა, მადლიერების გრძნობა მაინც უნდა გვამოძრავებდეს!

ის ხალხი, რომელიც ადრე ბანკომატებთან იყო ჩამწკრივებული, დღეს ჩუმად არის და ამ კაცის დასაცავად ხმას არავინ იღებს?! ვინც ჩემთან ახლოს არის, ვისთანაც ხმა მიმიწვდება, ყველას მოვუწოდებ, რომ  კარგად შეიგნო, თუ რა გაუკეთა საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც  ეს მეტასტაზები მოაშორა ქვეყანას! იმედი მაქვს, ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ისე იღვაწებს, რომ ქვეყანას გაჯანსაღების გზაზე დააყენებს.

 რეზო ამაშუკელი: „ბოლომდე გავყვები ირაკლი ღარიბაშვილს! გაძლევთ პირობას, თუ ცოცხალი ვიქნები, თმებით გამოვათრე ზოგს პარლამენტიდან, ზოგს - ხელისუფლების სხვა სტრუქტურებიდან!“

მინდა გითხრათ საკუთარ ინტუიციასა და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც საქართელოს პრემიერ-მინისტრზე, ირაკლი ღარიბაშვილზე ვფლობ: მისი მჯერა და ბოლომდე მივყვები! ეს ადმაინაი ძალიან მართალი და ზუსტია, მის ლაკონურობაში ჩანს მისი სიმართლე და ქვეყნის ერთგულება.

არის რამდენიმე ძალა, რომელთაც  ერთსქესიანებს დავარქმევდი - ისინი ერთმანეთისკენ ილტვიან, რათა ამ კაცს ებრძოლონ. გაძლევთ პირობას, თუ ცოცხალი ვიქნები, თმებით გამოვათრევ ზოგს პარლამენტიდან, ზოგს - ხელისუფლების სხვა სტრუქტურებიდან! 

რეზო ამაშუკელი: „როდესაც პასუხებს ვერ პოულობ, უფალს უნდა ენდო! გლობალისტები არიან თუ ვინ ოხრები, ცდილობენ სხელმწიფოები დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანონ, რათა ოჯახის ინსტიტუტი წაიშალოს!“

მე არასოდეს იმას არ ვიტყვი, რომ მსოფლიოს მიერ აღიარებულ ღირებულებებზე უარი ვთქვათ, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ დავთმობ არც სარწმუნოებას, არც წარსულს და წინაპართა მიერ ჩვენამდე მოტანილ საგანძურს! ეს ყველაფერი ჩვენს მომავალ თაობას უნდა გადავცეთ, რათა ქალი ქალს გავდეს და კაცი კაცს.

გლობალისტები არიან თუ ვინ ოხრები, ცდილობენ სახელმწიფოები დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანონ, რათა ოჯახის ინსტიტუტი წაიშალოს, კოლბებში გამოზრდილი ბავშვები იშვილონ, შემდეგ კი ათასი უბედურება ჩაიდინონ! ეს საკითხები სადავოა, შესაძლოა რაღაც შეკითხვები არსებობდეს, მაგრამ, როცა შენ თვითონ პასუხს ვერ პოულობ, მაშინ უფალს უნდა ენდო! 

რეზო ამაშუკელი: „ჩემი ყველაზე დიდი პრემია ჩემი სახელი და გვარია, თუ ადამიანის სახელსა და გვარზე წინ მისი პრემია დგას, მას ჩალის ფასი აქვს - ეს ქაღალდის გვირგვინებია...“

ვაშლი რომ მიჭირავს ხელში, ამ ვაშლში ჩემთვის გაერთიანებულია ადამის ვაშლი, ევას რომ ეჭირა ხელში, მერე ისაკ ნიუტონის ვაშლი და ბოლოს მოვდივართ სეზანთან - აი ეს სამი რამე, რაც არის ამ ვაშლში გაერთანებული, ეს არის ჩემი ფსიქიკის მიმართულება. არ უარვყოფ არც მეცნიერებას, უფალთან ვრჩები, მაგრამ ის თავისუფლება, რასაც მე სეზანის ვაშლი მანიჭებს და ის მისწრაფება, ეს მე უნდა მქონდეს და შემრჩეს.

სევდა და სიკეთე - ამ ორი რამის გარეშე ადამიანი არ არსებობს. დღესასწაული ამათ შორის არის და თუ ჩვენ გვინდა, რომ დღესასწაული არსებობდეს, უნდა ვიცოდეთ, რა არის სევდა და უნდა ვიცოდეთ, რა არის სიკეთე. აი აქედან შეიძლება მიიღოს ბოლოს ადამიანმა დღესასწაული!

ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ ბერნარ უტიემ ჩემს საღამოზე პარიზში ასეთი სიტყვები თქვა: „ღმერთმა საქართელო ალბათ იმიტომ გააჩინა, რომ პოეზიას სამშობლო ჰქონოდაო“. ამაზე დიდი კომპლიმენტი არ არსებობს.

უამრავი პრემია მაქვს მიღებული, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი პრემია ჩემი სახელი და გვარია, თუ ადამიანის სახელსა და გვარზე წინ მისი პრემია დგას, მას ჩალის ფასი აქვს - ეს ქაღალდის გვირგვინებია...

P.S. ჩვენი საუბარი დიდხანს გაგრძელდა, ამიტომ გამოქვეყნებისას გადავწყვიტე, ამოვიღო დიალოგის ნაწილი ჩემი მოსაზრებებით - ისინი მკითხველებისთვის ისედაც ცნობილია, თანაც ქაღალდს ყველაფერს ვერ ანდობ...

წამოსვლისას, როგორც ყოველთვის, უნებლიეთ შევყოვნდი გამოჩენილი ქართველი ფერმწერების ნახატების წინ, რომლებითაც ამაშუკელის სახლის კედელია მოფენილი, ისინი პოეტს ავტორებმა - მისმა მეგობრებმა აჩუქეს. “ადამიანი მაინც მარტოა!” - უცებ გამახსენდა მისი გენიალური ლექსის სტრიქონი და დამშვიდობებისას, იქნებ უადგილოდაც, ამაშუკელს ვუთხარი: “თქვენ მარტო არა ხართ, რეზო, თქვენთან - მთელი საქართველოა!”, რითაც პოეტი, ცოტა არ იყოს, გავაკვირვე ახლობელ ადამიანებს შორის უჩვეულო პათეტიკით.

rezo-2

თბილისი, ვაკე
2014 წლის 15 თებერვალი
უფლის მირქმის დღე