უცხოეთი
საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთში აიკრძალა ობლების გაშვილება იმ ქვეყნებში, სადაც ერთსქესიანი ქორწინებაა ლეგალიზებული. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა.
შვილოსნობის წესების ცვლილება ნახევარი წლის წინ მიღებული კანონის გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის თანახმადაც ქვეყნებში, სადაც ლეგალიზებულია ერთსქესიანი წყვილები, ბავშვების გაშვილება იკრძალება.
მთავრობაში მიაჩნიათ, რომ დადგენილება „ხელს შეუწყობს ობლების გაშვილების წესების სრულყოფას და დაიცავს მათ ინტერესებს“.