უცხოეთი
აშშ-ში ჰომოსექსუალებისათვის ბიბლია გამოსცეს

bible-ucx-1საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ში გამოსცეს მსოფლიოში პირველი ბიბლია ჰომოსექსუალებისათვის. გამოცემის ოფიციალურ საიტზე ირწმუნებიან, რომ პირველად ჰომოსექსუალიზმი 1964 წელს გამოცემულ ბიბლიის სტანდარტულ ვერსიაშია ნახსენები. ახალი წიგნი გამოვიდა სახელწოდებით „დედოფალ ჯეიმსის ბიბლია“, რაც „მეფე ჯეიმსის“ ინგლისურენოვანი თარგმანის სახეცვლილებას წარმოადგენს.

„ჩვენ გვინდოდა, რომ ეს წიგნი ღვთის სიტყვით ყოფილიყო გაჟღენთილი, რათა ვერავის გამოეყენებინა ის არასწორად და გაეკიცხა ლგბტ წარმომადგენლები, რომლებიც ასევე ღვთის შვილები არიან და ჩვენ ეს შევძელით“, - განაცხადეს ბიბლიის ახალი ვერსიის გამომცემლებმა. „თქვენ არ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი სქესობრივი კუთვნილება, მაგრამ შეგიძლიათ აირჩოთ იესო. ახლა კი ბიბლიის არჩევაც შეგიძლიათ“, - ნათქვამია გამომცემელთა მიმართვაში.

ახალ ვერსიაში შესულია ცვლილებები საღვთო წერილის 8 ფრაგმენტში, სადაც ჰომოსექსუალიზმი განმარტებული იყო, როგორც ცოდვა.