„საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისათვის კარგა ხანია გახდა სრულიად ნათელი ის, რომ არანაირი კოჰაბიტაციის დასრულება არ იგეგმება. ის რასაც ჩვენ ვხედავთ შეხმატკბილებულ პოზიციას “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის.
... ყოველივე ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, თუ რატომ არ ხდება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, რატომ არ ისჯებიან რეალურად დამნაშავენი, რატომ დადის სააკაშვილი ასე თავისუფლად და გვიკითხავს ყველას მორალს, რატომ არავის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გარდა არ დაბრუნებია წართმეული ქონება საქართველოში.
... „ქართული ოცნება“ იმეორებს ყველა იმ ფასეულობას და რიტორიკას, რასაც ზოგჯერ ვერც კი ბედავდა „ნაციონალური მოძრაობა“. მხედველობაში მაქვს პატრიარქისა და ეკლესიის კრიტიკის მოწოდება, განცხადება, რომ თურმე საქართველოს ეკლესია რუსეთის დასაყრდენი ყოფილა.
... აუცილებელია დაისვას საკითხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ და დღევანდელმა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ამ განცხადებამ, ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაარწმუნოს ამაში“ (გულისხმობს რესპუბლიკელი ბეტძენიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომელშიც ის ძალიან გულდაწყვეტით ლაპარაკობს იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რებრედინგი ვერ მოხდა).