აქტუალური
ვარლამ ავალიანი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

Vako-aqtual-1საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის 13 თებერვლის N37 ბრძანების თანახმად, ვარლამ ავალიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

2012 წლიდან დღემდე ვარლამ ავალიანს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოზიცია ეკავა. მას ნატოს თავდაცვის კოლეჯში (ქ. რომი) გავლილი აქვს მაღალი დონის კურსი (Senior Course 123).