პოლიტიკა
2014 წლის 31 იანვარს რაიან გრისტი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა. ამჟამად საქართველოში ევროკავშირის მთავარი დამკვირვებელი რაიან გრისტი სამუშაო ვიზიტით ზუგდიდში იმყოფება.
ცნობისათვის: რაიან გრისტი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. ფლობს კენტის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს კონფლიქტების საერთაშორისო ანალიზის სფეროში. საქართველოს გარდა, მუშაობდა გაეროს სამშვიდობო მისიებში კვიპროსზე და ახლო აღმოსავლეთში, იუგოსლოვიაში, მოლდოვაში, ცენტრალურ აზიაში და ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში.
საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მუშაობის დაწყებამდე რაიან გრისტი ნიგერიაში სტაბილურობისა და შერიგების პროგრამის მენეჯერი იყო.